მუხლი 217. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადა / Article 217 - Term for defining a customs procedure

1. ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები ზოგადი დეკლარირებიდან 30 დღეში უნდა განხორციელდეს.
2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა, ასევე გაზარდოს ეს ვადა 60 დღით.
2-1 . საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 5 კალენდარული წელია.
3. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით, შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არა უმეტეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არა უმეტეს 120 დღისა.

1182-IIს 13/07/2017 მოქმედება იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში ან საქონლის შენახვის სხვა ადგილზე შესანახად მიბარებულია ამ კანონის ამოქმედებამდე, გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან

1. ზოგადი დეკლარირების განხორციელების შემდეგ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები ზოგადი დეკლარირებიდან 30 დღეში უნდა განხორციელდეს.

2. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შეამციროს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა, აგრეთვე გაზარდოს ეს ვადა 60 დღით.

3. საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადა 180 დღეა. 

4. საქონელი, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), პირის მოთხოვნით შეიძლება საბაჟო საწყობში დროებით ინახებოდეს არაუმეტეს 180 დღისა, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − არაუმეტეს 120 დღისა.

5. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გაზარდოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში აღნიშნული ვადები არაუმეტეს 180 დღით.

1. After a general declaration has been made, the procedures for defining a customs procedure shall be carried out within 30 days after the general declaration.

2. The Revenue Service may reduce the term indicated in the first paragraph of this article or increase the term by 60 days.

21. In the event of temporary storage of goods in a customs warehouse, the term indicated in the first paragraph of this article shall be five calendar years.

3. The goods, for which a customs procedure (other than export) has already been defined, may, at the request of a person, be temporarily stored for maximum of five calendar years in a customs warehouse and in the event of export – for maximum of 120 days.