მუხლი 215. საქონლის შემოტანა, გატანა, გაფორმება / Article 215 – Bringing goods into and taking goods out of the customs territory, and customs clearance of goods

1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე ხორციელდება ზოგადი დეკლარირება.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ ან შემოტანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.
7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო ტერმინალში ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ ადგილზე გაფორმებას.
8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი, მათ შორის, სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, შესაძლებელია მოექცეს სხვა სასაქონლო ოპერაციაში.
9. საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი ან/და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილები არის საბაჟო კონტროლის ზონები, რომელთა შორის საქონლის გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ.
10. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
11. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

1. Bringing goods into/out of the customs territory of Georgia shall be performed by passing a customs checkpoint or any other place defined by the Minister for Finance of Georgia and, therefore, it is mandatory to present the goods. The obligation shall not apply to goods carried by means of a pipeline or a power transmission line, or sea or air transport across the territorial waters or air space of Georgia.

2. Goods shall be subject to customs control from the moment of entry into the customs territory of Georgia to the moment when clearance is over, and in the case of end-use clearance – from the moment of entry into the customs territory of Georgia to the moment when the target end-use clearance is over.

3. A general declaration shall be performed before the entry of goods into the customs territory of Georgia or while presenting such goods.

4. The goods to be brought out of the customs territory of Georgia shall be subject to customs supervision from the moment when customs clearance is over to the moment when they leave the customs territory.

5. A general declaration shall be made before the exit of goods out of the customs territory of Georgia.

6. Goods shall be subject to customs clearance, at a customs checkpoint, customs terminal or any other place defined by the Minister for Finance of Georgia, after or before they have been brought into the customs territory of Georgia.

7 Goods shall be subject to customs clearance, at a customs checkpoint, customs terminal or any other place defined by the Minister for Finance of Georgia, before they have been taken out of the customs territory of Georgia.

8. Goods taken out of the customs territory of Georgia, including those placed under a customs procedure, may be placed under another customs procedure.

9. A customs checkpoint, customs terminal or any other places defined by the Minister for Finance of Georgia shall be customs control zones, and goods shall be moved among them under customs control.

10. The obligation to present and clear goods shall rest with the declarant and/or the owner of goods.

11. A transport vehicle moving across the customs border of Georgia as goods may be cleared by an authorised agency of the Ministry of Internal Affairs of Georgia in the manner provided for by a joint order of the Minister for Finance and the Minister for Internal Affairs of Georgia and within the powers delegated by them.