მუხლი 214.-1. წინასწარი ინფორმაცია

ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან
საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების, ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.