მუხლი 210. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი / Article 210 - Integrated Georgian tariff

1. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება:
ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სეს ესნ);
ბ) იმპორტის გადასახდელების განაკვეთებისაგან ან/და შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან);
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ.
2. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

1. The Integrated Georgian tariff shall be a systematized integrity of data comprising:

a) the National Commodity Nomenclature of Foreign Economic Activities (the NCN FEA);

b) import duty rates and/or preferences applied to commodities listed in the NCN FEA;

c) preferences under international agreements ratified by the Parliament of Georgia and in effect;

d) bans and restrictions applied under the legislation of Georgia to commodities listed on the NCN FEA.

2. The integrated Georgian tariff shall be fixed by an ordinance of the Government of Georgia.