მუხლი 209. საქონლის სტატუსი / Article 209 - Status of goods

1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მიზნებისათვის საქონელი არის მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.
2. სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებისა და პროცედურების განხორციელების მიზნით საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის ან უცხოური საქონლის სტატუსი.
3.  საქართველოს საქონელი არის:
ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ზონისა) მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელი (გარდა იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი, საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენებისა, ჯართისა და ნახმარი ნაკეთობებისა, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის);
ბ) უცხო ქვეყნიდან/თავისუფალი ზონიდან შემოტანილი და იმპორტში მოქცეული საქონელი;
გ) შემოსავლების სამსახურის მიერ განკარგული საქონელი;
დ) ამ კოდექსის 235-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემოტანილი საქონელი;
ე) საქართველოს საქონლისაგან წარმოებული ან მიღებული საქონელი;
ვ) ექსპორტში მოქცეული უცხოური საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი.
4. ამ კოდექსის მიზნებისათვის უცხოური საქონელი არის საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნულ პირობებს. თუ საქართველოს საქონელი გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (გარდა თავისუფალ ზონაში მოთავსებისა), იგი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს.
5. მთლიანად წარმოებული ან მიღებული საქონელია:
ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული ამ ქვეყნის წიაღიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;
ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;
გ) საქართველოში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
დ) საქართველოს ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;
ე) საქართველოში ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტები;
ვ) საზღვაო თევზჭერის შედეგად მიღებული და საზღვაო წარმოშობის სხვა პროდუქტი, რომელიც მოპოვებულია ამ ქვეყნის გემის საშუალებით;
ზ) საქართველოს სარეწ გემზე მიღებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია მხოლოდ ამ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული პროდუქტისაგან;
თ) პროდუქტი, რომელიც მიღებულია საქართველოს ფარგლების გარეთ მდებარე ზღვის ფსკერიდან ან ზღვის ფსკერის წიაღიდან, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქვეყანას აქვს ზღვის ფსკერის ან წიაღის ამ მონაკვეთის დამუშავების საგანგებო უფლებები;
ი) საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა საქართველოში და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;
კ) საქონელი, რომელიც წარმოებულია საქართველოში, ამ ნაწილის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პროდუქტისაგან.

1. For the purposes of crossing the customs border of Georgia, goods shall be any tangible property, money, securities, electric and thermal energy, natural gas and water.

2. For the purpose of implementing commercial policy measures and procedures, goods shall be given the status of Georgian goods or foreign goods.

3. Georgian goods shall include:

a) goods fully manufactured or obtained within the customs territory of Georgia (except a Free Zone) (except waste, scrap and used items obtained as a result of manufacturing operations and to be placed under an import procedure, which have been gathered in Georgia and are used only as raw materials for processing);

b) goods imported from a foreign country/Free Zone and placed under an import procedure;

c) goods disposed of by the Revenue Service;

d) imported goods provided for in Article 235(11) of this Code;

e) goods manufactured or obtained from Georgian goods;

f) a product obtained as a result of processing foreign goods placed under an export procedure.

4. For the purposes of this Code, foreign goods shall be goods not meeting the requirements set forth in the third paragraph of this article. If the Georgian goods have been exported from the customs territory of Georgia (except if placed in a Free Zone) they shall lose the status of Georgian goods.

5. Fully manufactured or obtained goods shall include:

a) mineral resources mined from the subsoil, territorial waters or sea bed of Georgia;

b) plant products grown or gathered in Georgia;

c) animals born or grown in Georgia;

d) products obtained from animals with a habitat in Georgia;

e) products obtained as a result of hunting and fishing in Georgia;

f) a product obtained as a result of sea fishing or any other product of sea origin that have been obtained by means of a vessel registered in Georgia;

g) a product obtained on a fishing vessel, manufactured only from a product indicated in paragraph (5)(f) of this article;

h) a product obtained from the sea bed or sea bottom subsoil located beyond the territory of Georgia, only provided that Georgia has special rights to mine the sea bed or sea bottom subsoil on the given area;

i) waste, scrap and used items obtained as a result of manufacturing operations, gathered in Georgia and used only for processing, as raw material;

j) goods manufactured in Georgia from products indicated in paragraphs (5)(a-i) of this article.