მუხლი 207. ტერმინთა განმარტება / Article 207 - Definition of terms

ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბარგი – მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი საგანი;
ბ) გადამუშავებული საქონელი – გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტი;
გ) დეკლარანტი – პირი, რომელიც საქონლის დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება დეკლარირება ამ კარით დადგენილი წესით;
დ) ექსპორტის გადასახდელი – გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებით;
ე) იმპორტის გადასახდელი – იმპორტის გადასახადი, აქციზი, დღგ, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან დაკავშირებით;
ვ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს;
ზ) პირადი ნივთი – მგზავრის პირადი გამოყენებისა და მოხმარებისათვის განკუთვნილი საგანი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას გადაიზიდება ბარგით ან/და ხელბარგით;
თ) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;
ი) სავაჭრო პოლიტიკა – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილების მარეგულირებელი აქტების საფუძველზე მოქმედი სატარიფო (იმპორტის გადასახადი) და არასატარიფო ღონისძიებები (ნებართვები, ლიცენზიები, აკრძალვები, შეზღუდვები და ა. შ.);
კ) საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;
ლ) საქონლის გამოსავლიანობა – გადამუშავებული საქონლის რაოდენობა ან პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია გადამუშავების პროცესში მოქცეული გარკვეული ოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;
მ) საქონლის მფლობელი – პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი;
ნ) საქონლის წარდგენა – შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ადგილზე საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ო) საქონლის გაშვება – დეკლარანტისთვის საქონლის განკარგვის ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციის პირობების შესაბამისად;
პ) საქონლის გაფორმება – საქონლის გაშვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება;
ჟ) საქონლის დეკლარირება – ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას;
რ) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზი, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის;
ს) საბაჟო ზედამხედველობა – შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა;
ტ) საბაჟო კონტროლი – შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;
უ ) საბაჟო ტერმინალი – შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის შენახვა;
ფ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი;
ქ) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხორციელდება საქონლის გაფორმება;
ღ) ზოგადი დეკლარირება – საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

The terms used in this Section shall have the following meanings:

a) baggage – any item to be carried separately from a passenger;

b) processed goods – a product obtained or produced as a result of processing goods placed undera processing procedure;

c) declarant – a person declaring goods on his/her own behalf or on whose behalf goods are declared in the manner provided for by this Section;

d) export duty – a tax, the obligation to pay which arises in connection with the export of goods from the customs territory of Georgia;

e) import duties and taxes– import duty, excise tax, and VAT, the obligation to pay which arises in connection with the import of goods into the customs territory of Georgia;

f) passenger – a natural person legally crossing the customs border of Georgia;

g) personal effects – objects intended for personal use and consumption of a passenger, that is carried in a baggage and/or handbags accompanying the passenger;

h) customs checkpoint – the control zone located at the customs border of Georgia where passengers, goods and transport vehicles are subjected to the procedures defined by this Code;

i) trade policy – tariff (import duty) and non-tariff (permits, licenses, bans restrictions, etc.) measures applicable under the acts governing the movement of goods across the customs border of Georgia;

j) customs entry – the document, by which a person declares his/her intention to place goods under a customs procedure;

k) Rate of yield of goods – the quantity or percentage of compensating products obtained as a result of processing certain goods placed under a processing procedure;

l) Possessor of goods – the person who is, in the procedures related to crossing of the customs border of Georgia by goods, the owner of goods, or who has a right similar to the right to dispose of goods, or who has physical control over such goods;

m) presenting goods – submitting information on the delivery of goods to the place identified by the Revenue Service;

n) releasing goods – granting the declarant the right to dispose of goods and/or use goods subject to the terms of the customs procedure applied with respect to goods;

o) clearance of goods – implementing the measures necessary for releasing goods;

p) declaring goods – the act, by which a person declares his/her intention to place goods under a customs procedure;

q) transport vehicle – a motor, air, sea and railway transport vehicle, as well as a power transmission line, pipeline, container, trailer, semi-trailer and any other means, which are used for carrying passengers and/or goods;

r) customs supervision – the integrity of measures to be taken by the Revenue Service, the goal of which is to observe trade policy measures with respect to goods;

s) customs control – individual acts performed by the Revenue Service, the goal of which is to ensure the observance of the legislation of Georgia while importing goods to, and while exporting goods from, the customs territory of Georgia;

t) customs terminal – a Revenue Service customs control zone, where goods are stored;

u) hand baggage – an item personally carried by a passenger;

v) economic clearance zone – a customs control zone specially set up by the Revenue Service, where goods are cleared;

w) general declaration – presenting the general details of goods, which are necessary for exercising customs supervision and customs control.