მუხლი 207.-1 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ენა / Article 207-1- Language of the procedures related to the movement of goods across the customs territory of Georgia

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურები ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე.
2. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ან/და საგადასახადო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების შედგენა შეიძლება უცხოურ ენაზედაც.
3. თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.


1. Procedures related to the movement of goods across the customs territory of Georgia shall be performed in Georgian and in Abkhazia – in Abkhazian, as well.

2. Where so provided for by the tax legislation of Georgia, the procedures related to the movement of goods across the customs territory of Georgia may be performed and/or the documents to be submitted to the tax authority may be produced in a foreign language, as well.

3. If documents submitted by a declarant to the tax authority have been made in a foreign language and their meaning is unclear to an authorised person of the tax authority, such person may request that the documents be translated into the official language.