♦ მუხლი 206. გადასახადისგან გათავისუფლება / Article 206 – Tax exemption

1. შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
ბ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963);
გ) (ამოღებულია – 24.06.2011, №4963);

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

34 . 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი) .
დ) მიმოსვლის გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო ხაზები;
ე) ორგანიზაციის ქონება, აგრეთვე ორგანიზაციაზე ლიზინგით გაცემული ქონება, გარდა მიწისა და ორგანიზაციის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონებისა;
ვ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული ქონება;
ზ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული მიწისა;
თ) ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციების მიწის ფართობები, რომლებზედაც განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიულ, კულტურულ ან/და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია;
ი) ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა;
კ) ქალაქის წყალსაცავები და მათი აკვატორიები; ის მიწები, რომლებიც გამოიყენება სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, თუ ისინი არ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ლ) სასმელი წყლით მოსახლეობის მომარაგებისათვის, ელექტროსადგურებისა და სამელიორაციო სისტემებისა და მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი წყალსაცავებით დაკავებული მიწები და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი და ტექნიკური ზონები;
მ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების (საქმიანობის) საწარმოებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი სხვა მიზნით არ გამოიყენება;
ნ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
ო) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;
ო-1) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;

N2540-რს 06/08/2014

ო-2) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით;

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი 50-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი

გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.

პ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გამოუყენებელი სათიბები, საძოვრები, სარეკულტივაციო და სამარაგო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; 
ჟ) ის მიწები, რომლებიც გამოიყენება აეროდრომების, აეროპორტების, ვერტოდრომებისა და აერონავიგაციის უსაფრთხოების ზონებად და მიწისქვეშა კომუნიკაციებისათვის, აგრეთვე ნავსადგურებისათვის პერსპექტიული განვითარების მიზნით დამაგრებული მიწის ნაკვეთები, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;
რ) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
ს) ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;
ტ) 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც;

უ) 2015 წლის 1 იანვრამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;

N2953-Iს ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან

უ) 2015 წლის 1 ივლისამდე პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა;

5382-IIს 17/06/2016 გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

უ) პირველადი წყალმოსარგებლისათვის − კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურაა დამაგრებული;

ფ) მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე;  

ქ) „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული რაიონებისა და აჭარა-გურიის მთიანეთის სოფლების, თემებისა და დაბების მცხოვრებნი აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე. სამხრეთი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით;

4037-რს ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან („ქ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მაღალმთიან დასახლებებად ითვლება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 8 ივნისის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წელი, მუხ. 121) დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნული სოფლები, თემები და დაბები)

ქ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

ღ) სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოცდის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ბიუჯეტიდან ფინანსდება;

ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და საბავშვო ბაღების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ეწევიან ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

5372-IIს 2017 წლის 1 აპრილიდან

ყ) მიწის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება ბიუჯეტიდან დაფინანსებული 60 წლის და 60 წელზე მეტი ასაკის პირთა ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატების/თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა) ან/და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა/მოზარდთა სააღმზრდელო დაწესებულებების ან დღის ცენტრების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) მიერ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებისათვის; მიწის ნაკვეთები, გამოყენებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სპეციალური სკოლა-ინტერნატების, ბავშვთა სოფლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიერ, რომლებიც უსასყიდლოდ ახორციელებენ ბავშვთა მოვლა-აღზრდას და მათთვის განათლების მიცემას, თუ ისინი არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

შ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;  ( გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ჩ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება;  
ც) ბიოლოგიური აქტივი;
ძ) საქართველოს რეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონება;
წ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული;
ჭ) სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული, სამედიცინო დაწესებულებებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთები;
ხ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის სასტუმრო მომსახურებასთან დაკავშირებული ქონება ;

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

17 . ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტის ა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ხ “ ქვეპუნქტის დებულებები.
18 . ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.

ჯ) „ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ 01 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობაში (სოფლის მეურნეობაში) დასაქმებული პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აგრეთვე ასეთ პირზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება, რომლებსაც ეს პირი ამავე საქმიანობაში იყენებს ;

ჯ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;

5491-IIს 29/06/2016

ჯ-1) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ქონება (გარდა მიწისა) და ამავე საქმიანობისათვის მასზე ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;



ჰ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობ აში გამოყენებული ქონება (მათ შორის , მიწის ნაკვეთები);

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3-1  ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ჰ-1) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ჰ-2) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
ჰ-3) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;
ჰ-4 ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის ქონება;
-5) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უსასყიდლოდ გადაცემული უძრავი ქონება, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში.

4037-რს ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან

-6) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

2. დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).  
3. თუ დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ პირმა იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გასცა მიწის ნაკვეთი, ამ პირზე საგადასახადო შეღავათი აღარ გავრცელდება. ამასთანავე, პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის ბოლომდე წარუდგინოს დეკლარაცია და გადაიხადოს გადასახადი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად.

1. According to an object of taxation, the following shall be property tax exempt:

a) a natural person’s taxable property (except land) if the person’s family income received during the year preceding the tax year does not exceed GEL 40 000;

b) (deleted - No 4963; 24.6.2011);

c) (deleted - No 4963; 24.6.2011);

d) traffic roads , power transmission lines, and cable lines of communication networks;

e) property of an organisation, and property leased to the organisation, except land and the property used for economic activity;

f) property used for oil and gas operations (activities) as provided for by the Law of Georgia on Oil and Gas;

g) the part of a state-owned parcel of land that is transferred to a budgetary organisation, except land used for economic activity;

h) land areas of natural and historical monuments protection organisations, where buildings considered by the state as historical, cultural and/or architectural monuments are situated, if they are not used for economic activity, which does not include the sale of entry tickets;

i) land occupied by natural parks, botanical and dendrological gardens, municipal cultural and recreational parks, cemeteries, zoological gardens and/or parks, oceanaria, parks, alleys, protected territories, forest organisations, parks belonging to agencies open to the public, gardens and forest-gardens, except for parcels of land on such territory used for economic activity;

j) city water reservoirs and their water areas; land used for transport and underground communications, if not used for agricultural produce production and economic activity;

k) land occupied by water reservoirs intended for supplying drinking water to the population, for operation of power stations and melioration systems and their functioning, and the sanitary, protection and technical areas adjacent to the above facilities;

l) parcels of land used for performing oil and gas operations (activities) provided for by the Law of Georgia on Oil and Gas, if they are not used for other purposes;

m) parcels of agricultural land, whose topsoil is damaged as a result of a natural disaster (hurricane, hail, drought, flood, landslide, etc.) by half or more, as evidenced by a certificate issued by a representative body of local self-government;

n) property on the territories defined by the Law of Georgia on Occupied Territories – temporarily, pending resolution of the conflict and improvement of the economic situation;

n1) land possessed/owned by a person, adjacent to the territories defined by the Law of Georgia on Occupied Territories, that makes using such parcels of land impossible, as evidenced by a certificate issued by a local self-government authority;

n2) property possessed/owned by a person and parcels of land attached to it, if such a person cannot use such property due to the property being used as a dwelling for IDPs, and if the property has been registered as a unit of compact (organised) accommodation of IDPs, as evidenced by a certificate issued by the Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Accommodation and Refugees of Georgia;

o) stated-owned unused grassland, pastureland agricultural land intended for cultivation and spare agricultural land;

p) land used as aerodrome, airport, helidrome and air navigation safety zones and for underground communications, as well as parcels of land identified for prospective development as ports, if they are not used for economic activity;

q) natural and legal persons, who have received agricultural land to be cultivated – for five years after receiving such land;

r) for families of citizens settled in the territories of abandoned villages, as well as families of citizens settled under state accommodation measures – on parcels of agricultural land in such territories – for five years after settlement;

s) parcels of agricultural land of up to five hectares in the possession of a natural person as of 1 March 2004;

Note: The privilege under this subparagraph also applies where a household member or a first/second devisee receives such property as a gift/through succession, or an agricultural cooperative receives such property from its members (shareholders) as a contribution (share);

t) for primary water users – melioration infrastructure and a part of the land parcel with the melioration infrastructure attached to it transferred to legal entities under private law under the procedure established by the legislation of Georgia; (Sub-paragraph t) shall apply to legal relations arising from 1 July 2015)

u) parcels of land received through privatisation by the World War II invalids and persons equated with them;

v) a parcel of land owned by a person who has the status of a person permanently residing in a high-mountain settlement and located in that high-mountain settlement;

w) scientific-research, educational, trial-selection, experimental and trial of breed land, used for scientific and educational purposes, where the activities are financed from the budget;

x) parcels of land used by budget-funded nursing homes/asylums for persons aged 60 and above and/or persons with disabilities, educational or day care centres for persons (including children) with disabilities and/or children/adolescents without adequate family support, legal entities under public law – general education institutions (schools) for performing their main functions; parcels of land used by child educational institutions, special boarding schools, children’s villages and kindergartens engaged in childcare and children education free of charge, if they are not used for economic activity;

[x) parcels of land used by budget-funded nursing homes/asylums for 60 and over 60 years old persons and/or persons with disabilities, educational or day care centres for persons (including children) with disabilities and/or children/adolescents without adequate family support, legal entities under public law – general education institutions (schools) for performing their main functions; parcels of land used by child fostering institutions, special residential schools, children’s villages, and early and preschool fostering and educational institutions that provide care and education to children for free, unless they are used for economic activity; (Shall become effective from 1 April 2017)]

y) a parcel of agricultural land, where more than half of the crops have been destroyed as a result of natural disaster (hurricane, hail, drought, flood, landslide, etc.) or other force-majeure, as evidenced by a certificate issued by a representative body of the local self-government; (shall apply to legal relations arising from 1 January 2011)

z) property within a Free Industrial Zone;

aa) biological assets;

bb) property received by leasing from a Georgian resident;

cc) property, except land used for medical activities, which is in the possession of or leased to medical institutions;

dd) parcels of land used for medical activities, attached to medical institutions;

ee) property related to hotel services of an entrepreneur in a tourist zone until 1 January 2026;

ff) movable property in the possession of a person engaged in an activity provided for under Code 01 (agriculture) of the Georgian National Classification of Economic Activities, as well as movable property leased to such person, that such person uses in the same activity;

ff1) property (except land) owned by an agricultural cooperative, used in agricultural activity and movable property leased to it for the same activity before 1 January 2018;

gg) property (including land) used in general educational activities by a legal entity under public law – a public school, authorised in the manner established by the Minister for Education and Science of Georgia.

gg1) a taxable object (parcel of land) determined pro rata to the space co-owned by a natural person in a residential apartment house;

gg2) parcels of land attached to residential houses and/or garages, located in the territories of self-governing cities and municipalities, within the limited space defined by the representative authorities of local self-governments;

gg3) goods under heading 8903 of the National Commodity Nomenclature of Foreign Economic Activities;

gg4) property of a person under bankruptcy proceedings in the manner provided for by the Law of Georgia on Insolvency Proceedings;

gg5) real estate gratuitously transferred by the national and/or local self-government authority to and owned by any state-founded higher education institution and used for educational activity;

gg6) the property owned by a high-mountain settlement enterprise and located in that high-mountain settlement – for 10 calendar years after the granting of the status (including the calendar year in which the status was granted).

2. The tax privileges defined shall not apply to a parcel of land (or a part of it) transferred by a person to another person by lease, usufruct, rent or any other similar form, and/or buildings (or a part of them) transferred by an enterprise/organisation in the same form.

3. If after the expiry of the term for filing a tax return a person transfers a parcel of land by lease, usufruct, rent or any other similar form, no tax privilege shall apply to such person. At the same time, a person shall be obliged to file a tax return with the tax authority by the end of the accounting year and pay the tax as per the tax notice.