♦ მუხლი 205. ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა / Article 205 - Calculation and payment of property tax

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.
2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

51 . სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან


3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
4. თუ ქონებაზე ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელი არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელის თანხა.
5. თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობის არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელი, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.
6. თუ წინა საგადასახადო პერიოდთან შედარებით იცვლება გადასახადის განაკვეთი, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, მიმდინარე გადასახდელი გადაიხადოს მიმდინარე წლისთვის მოქმედი განაკვეთის მიხედვით.
7. საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
8. თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
9. თუ იურიდიული პირი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ დაფუძნდა, მას შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.
10. სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.
10-1 . გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად ქონების გადასახადის დეკლარაციებს არ წარადგენს.
11. ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. 
12. ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
13. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3-1  ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

13-1 . საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
14. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
15. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1. The tax period for property tax shall be a calendar year.

2. An enterprise/organisation shall file a property tax return with the tax authority by no later than 1 April of a calendar year, and pay the property tax within the same time frame, except as provided for by the seventh paragraph of this article. The data on taxable property shall be recorded in the tax return according to the past tax year and on the taxable land – according to the current tax year.

3. An enterprise/organisation shall pay property tax for the current tax year in the form of current payment, in the amount of annual tax paid for past tax year, by no later than 15 June of the current tax year.

4. If the amount of expected property tax liabilities for the current tax year, taking into consideration tax benefits, is reduced by at least 50%, compared to the past tax year, and the taxpayer gives the tax authority a notice of this by no later than 1 June of the current year, the taxpayer may reduce the current tax payment or not make a current tax payment.

5. If the submitted actual annual results do not evidence a reduction of expected property tax liabilities by at least 50%, and the taxpayer has not fully made the current payment during the tax year, then the taxpayer shall pay a penalty under this Code during the period from the date when the current payment is due to the date when filing a tax return is due.

6. If the tax rate is changed, compared to the past tax period, the taxpayer may make the current payment at the tax rate applicable for the current year.

7. An enterprise/organisation shall pay property tax on land by no later than 15 November of a calendar year.

8. If a taxpayer enterprise/organisation exists only during a partial calendar year, it shall pay property tax pro rata to such period.

9. If a legal person is founded after the beginning of a calendar year, it shall have no obligation to make a current payment for the respective tax period. At the same time, the amount of the current payment for the following tax period shall be determined as the full amount of the annual tax for the past tax year.

10. A liquidation commission shall file a property tax return with the tax authority concerned within 15 calendar days after making a decision to liquidate the enterprise.

101. A taxpayer shall submit to the tax authority, within 15 days after entry into force of a bankruptcy ruling delivered by court in the manner provided for by the Law of Georgia on Insolvency Proceedings, and before the commencement of bankruptcy proceedings, the property tax returns that have not been submitted before, pertaining to complete/incomplete tax period(s). At the same time, a taxpayer shall not submit property tax returns for the complete/incomplete tax period(s), after commencement of a bankruptcy proceeding.

11. A property tax levied on a natural person shall be calculated by the tax authority concerned, based on the filed tax return.

12. A natural person shall file a property tax return with the tax authority no later than 1 November of a calendar year. The data on taxable property shall be recorded in the tax return according to the past tax year, and on taxable land – according to the current tax year.

13. A natural person may not file a property tax return if:

a) he/she incurs no tax obligation during the tax period, taking into consideration the privileges under this Code. At the same time, if the natural person was a property tax declarant for the past tax year, he/she shall give a notice to the tax authority of his/her decision not to file a tax return in the form approved by the Minister for Finance of Georgia, by no later than 1 November of the tax year;

b) the property tax return for the period preceding the tax year has been filed or the tax authority has assessed property tax. According to the data of the previous tax year, the tax authority shall assess property tax on the taxpayer automatically. In such a case, a taxpayer shall be deemed to have reported tax and the tax authority shall be deemed to have levied tax liabilities on him/her, under which the tax liability period under question is equal to the one last reported (assessed). Furthermore, if a tax return for such periods is later filed, it shall be deemed to be an amended tax return.

131. Where property tax on land is assessed by the tax authority based on the data of the National Agency of Public Registry, the person shall be released from the obligation to file a property tax return on land. In such a case, based on the data of the National Agency of Public Registry, a tax demand notice shall be served on the person in the manner approved by the Minister for Finance of Georgia.

14. A natural person shall pay property tax and property tax on land no later than 15 November of a calendar year.

15. The procedure for calculation and payment of property tax shall be defined by the Minister for Finance of Georgia.