♦ მუხლი 202. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი / Article 202 - Property tax rate

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართები თ უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

5387-IIს 2017 წლის 2017 წლის 1 იანვრიდან

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის 3–1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.
3–1 . სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.


4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება ;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
5. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
6. ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის:
დ.ა) სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;
დ.ბ) დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის:
ა) შემოსავლებში არ შეიტანება:
ა.ა) ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
ა.ბ) ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ა.გ) ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ა.დ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

N2950-Iს 23/12/2014 ოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან)

ა.ე) ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;

ბ) საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. 

8. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

1. The annual property tax rate for an enterprise/organisation shall be determined in the maximum amount of 1% of the value of the taxable property. For the purposes of this paragraph, the value of taxable property shall be the average annual net book value (calculated according to the average value of assets at the beginning and at the end of a calendar year) that in the cases set forth below must be increased only in relation to real estate:

a) for assets acquired before 2000 – by 3 times;

b) for assets acquired from 2000 up to 2004 – by 2 times;

c) for assets acquired in 2004 – by 1.5 times;

d) for assets on which the acquisition date is unavailable – in the amount determined by paragraph (1)(a) of this article.

2. The rates referred to in paragraphs (1)(a-d) of this article shall not apply to:

a) an enterprise, if it has the real estate recorded on its balance sheet under the revaluation model and has its financial statement audited; furthermore, an audited financial statement can be applied for only four years;

b) state-owned enterprises defined by the Government of Georgia.

3. Except as provided for by paragraph (3) of this article, the annual property tax rate for an enterprise/organisation shall be determined in the maximum amount of 1% of the average annual net book value (calculated according to the average value of assets at the beginning and at the end of a calendar year) of leased taxable property. For the purposes of this paragraph, the book value of leased taxable property shall be its value at the moment of its transfer, and for each following year, the net book value of such property, as if it had not been leased, shall be the value of such property.

31. The annual tax rate on leased taxable property for a leasing company shall be determined, during the entire period of lease agreement, in the maximum amount of 0.6% of the initial book value of the taxable property at the moment of its first transfer.

4. The tax authority may, during a tax audit, determine the value of the taxable property of a taxpayer, at its market price, except in the cases provided for by the second paragraph of this article. If the market price of the taxable property exceeds its book value:

a) the property tax principal amount payable on the difference between the taxable property book value and its market price shall be assessed to the person. At the same time, a tax penalty for the above amount shall be imposed from the 30th day after the day when tax liabilities are due, and the difference shall not be considered as a tax reduction;

b) the person shall be obliged to apply the above market price to the respective taxable property for the following three tax years.

5. The annual tax rate on taxable property of a natural person shall be differentiated according to income earned by the taxpayer's family during the tax year and determined in the following amounts:

a) for families with income of up to GEL 100 000– at least 0.05% but not more than 0.2% of the market value of the taxable property at the end of the tax year;

b) for families with income of GEL 100 000 and more – at least 0.8% but not more than 1% of the market value of the taxable property at the end of the tax year.

6. For the purposes of this Section, taking into consideration the seventh paragraph of this article, income earned by a natural person's family during the tax year shall include all income, including income irrespective of tax benefits, particularly:

a) taxable income earned from economic activity except as provided for by paragraph (6)(d);

b) any income, including income not related to economic activity;

c) gross salary;

d) for a person having the status of a small business:

d.a) 25% of income taxable under special treatment;

d.b) taxable income not subject to small business special treatment.

7. For the purposes of the sixth paragraph of this article:

a) income shall not include:

a.a) value of property received from family members through succession, as a gift or as a result of divorce;

a.b) income received by a natural person (including by a first devisee, as an aggregate of his/her and his/her deviser’s) from sale of a residential apartment (house) having been in his/her possession for a period of over two years;

a.c) income received from the original sale of property provided for by Article (82)(1)(m) of this Code;

a.d) income of a fixed taxpayer and a person having the status of a micro-business, received from such economic activity;

a.e) income exempted from income tax under Article 82 (1)(b1 and b2)

b) income of a non-resident natural person being a citizen of Georgia shall be determined as per income received at a Georgia based source.

8. Tax liability on taxable property shall be defined at the rates applicable on 31 December of the tax year.