▒ მუხლი 192. აქციზური მარკები / Article 192 - Excise stamps

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:
ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს;
ბ) თამბაქოს ნაწარმი

4680-რს 2016 29/12/2015

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 190-1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:

  ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 1,15 გრადუსს აღემატება;

  ბ) თამბაქოს ნაწარმი.

97-Iს ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 190-1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციის შემთხვევისა) საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:

 ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 1,15 გრადუსს აღემატება;

 ბ) თამბაქოს ნაწარმი.“;

 

1-1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაციის შემთხვევაში აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ახორციელებს საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი ამ საქონლის შესაბამისი ორგანოდან დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირების დასრულებისთანავე.
.
2. აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევებისა, თავისუფლდება:
ა) ექსპორტისთვის განკუთვნილი ადგილობრივი წარმოების საქონელი;
ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი საქონელი;
გ) უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;
დ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო− თბილისი− ჯეიჰანის და ბაქო− თბილისი− ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი;
ე) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი;

ვ) 50 გრამის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი;

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

ვ) 50 გრამის ან მასზე ნაკლები ტევადობის ჭურჭელში ან 10 ლიტრზე მეტი (გარდა ლუდისა) მოცულობის ჭურჭელში ჩასხმული ალკოჰოლიანი სასმელი;

ზ) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელი;
თ) მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქო;

ი) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 400 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში იმპორტირებული თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის კომბინაცია საერთო წონით არა უმეტეს 250 გრამისა.

1182-IIს 13/07/2017 ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან

ი) იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 200 ღერი სიგარეტი ან 50 სიგარა ან 50 სიგარილა ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმი ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულა და მსგავსი სახის პროდუქტი ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრები, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება.

3. აკრძალულია:
ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება;

4680-რს 2016 29/12/2015

ა) აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე მარკირებას დაქვემდებარებული საქონლით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა) დასაბეგრი ოპერაციის ან/და იმპორტის განხორციელება, აგრეთვე ამ კოდექსის 190-1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემა;

ბ) ჩამოსასხმელი ან/და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩამოსხმული აქციზური ალკოჰოლიანი სასმელის (გარდა ლუდისა) საცალო ქსელში მიწოდება.
3-1 . აქციზური მარკა შესაძლებელია იყოს მატერიალური ან არამატერიალური ფორმის. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი.

4 . საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას. ნომინალის ღირებულება, მისი გადახდისა და საქონლის ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

4. საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები), აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელები იხდიან აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას. ნომინალის ღირებულება, მისი გადახდისა და საქონლის ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

5. საგადასახადო ორგანოები დადგენილი წესით ახორციელებენ აქციზური მარკის გარეშე, წესების დარღვევით შემოტანილი ან გასაყიდად მიღებული აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ჩამორთმევას. ჩამორთმევის მომენტიდან საქონელი სახელმწიფო საკუთრებად ითვლება და მისი რეალიზაცია ან განადგურება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
6. ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონ ლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.
7. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.
8. დაუშვებელია აქციზური მარკების სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტიორი აქციზურ მარკებს საქონელზე დასატანად გადასცემს აქციზური საქონლის უცხოურ მწარმოებელს.

1. Before performing an excisable transaction and/or import of goods, also in cases provided for in Article 1901 of this Code (except for cases of selling alcoholic beverages that are transferred into state ownership), before the transfer of goods to persons purchasing and/or receiving them, the following shall be subject to mandatory affixing of excise stamps:

a) excisable alcoholic beverages (including beer), in which alcohol content exceeds 1.15%;

b) tobacco products.

11) In cases of selling alcoholic beverages that are transferred into state ownership, the mandatory affixing of excise stamps to excise goods shall be performed by persons purchasing and/or receiving them immediately after finishing transportation of the goods from a relevant agency to the place of storage.

2. Except as determined by the Minister of Finance of Georgia, the following goods shall be exempt from mandatory affixing of excise stamps:

a) domestically manufactured goods intended for export;

b) goods to be supplied to a duty-free shop;

c) goods under import procedure, intended for the official use of foreign diplomatic missions and representations equated with them, and for personal use of the diplomatic and administrative-technical personnel (including their family members residing with them) of such representations;

d) goods under import procedure, intended for the personal use of foreign citizens (including their family members residing with them) employed for the fulfilment of obligations under the international treaties of Georgia (construction of Baku-Tbilisi-Ceyhan and Baku-Tbilisi-Erzurum Pipelines);

e) goods subject to mandatory affixing of excise stamps, returned in accordance with the requirements of Article 223 of this Code;

f) alcoholic beverages bottled in containers of 50 grams or less or in containers of more than 10 litres (except for beer);

g) alcoholic beverages bottled in containers of up to 4 litres, imported (including those delivered by parcel post);

h) smoking (pipe) tobacco;

i) imported (including those delivered by parcel post) 400 cigarettes or 50 cigars or 50 cigarillos or 250 grams of any other tobacco product, or a combination of imported tobacco products listed under this subparagraph, within the above-mentioned limit, of a total maximum weight of 250 grams.

3. It shall be prohibited to:

a) perform a taxable transaction with and/or import goods missing excise stamps if such goods are subject to the mandatory affixing of excise stamps (except those provided for by the second paragraph of this article) and transfer the goods to the persons purchasing and/or receiving goods in the cases provided for in Article 1901 of this Code;

b) supply to a retail network any on tap alcoholic beverages (except beer) and/or those bottled in containers of 10 litres or more in volume.

31. An excise stamp may be in material or immaterial form. In the cases determined by the Minister for Finance of Georgia, the mandatory affixing of excise stamps shall be performed by a person selected by the Revenue Service in the manner provided for by the legislation of Georgia.

4. Manufacturers and importers of excisable goods in the territory of Georgia (declarants), as well as payers of excise tax under Article 182(4) and (5) of this Code shall pay the nominal value of an excise stamp. The nominal value, the procedure for its payment and for labelling of goods shall be determined by order of the Minister for Finance of Georgia.

5. Tax authorities shall, in accordance with the established procedure, confiscate excisable goods imported or received for sale without excise stamps, in violation of the rules, when such goods are subject to mandatory affixing of excise stamps. Upon confiscation, such goods shall be considered state property and shall be sold or destroyed in the manner determined by the Minister for Finance of Georgia.

6. For the purposes of this Section, a lack of excise stamps in any form (loss, destruction and other cases except force-majeure) shall be regarded as import and supply of goods corresponding to the respective type of excise stamp by importers and as supply of goods corresponding to the respective type of excise stamp by local manufacturers and shall be subject to excise tax at the highest excise tax rate fixed for 1 piece/litre of goods corresponding to the respective type of excise stamp, manufactured/imported by a person.

7. If goods are not imported within 6 months after obtaining excise stamps by importers, such excise stamps shall be subject to be returned. Failure to return excise stamps on the day following the expiration of the six-month period shall be regarded, for the purposes of this Section, as the domestic supply of excisable goods subject to mandatory affixing of excise stamps and respectively, shall be subject to excise tax, whereas if goods with affixed unreturned excise stamps are imported, the excise tax amount payable shall be recalculated, in the following period, pro rata to the amount of import actually carried out.

8. Excise marks may not be transferred to any other person except in the case when an importer of excisable goods subject to mandatory affixing of excise stamps transfers excise stamps to a foreign manufacturer of excisable goods to have the manufacturer affix the excise stamps to such goods.