▒ მუხლი 192.-1 არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება / Article 192.-1 - Mandatory marking of non-excisable goods

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.
2. მატერიალური და არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირების მომსახურებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი.
3. სავალდებულო მარკირებისას გადაიხდევინება მარკირების ნომინალური ღირებულება. ნომინალის ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1. The Minister of Finance of Georgia shall be authorised to compile a list of non-excisable goods subject to mandatory marking and the terms of marking.

2. The service of mandatory marking in material and immaterial forms shall be provided by a person selected by the Revenue Service in the manner provided for by the legislation of Georgia.

3. The nominal value of marking shall be levied for mandatory marking. The nominal value and payment terms shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.