▒ მუხლი 191. დეკლარაციის წარდგენა / Article 191 - Filing a Return

1. აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ:
ა) აქციზური საქონლის მწარმოებელი;

ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის გადამხდელი;

N3581-IIს მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან

ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;

5445-IIს 2018 წლის 1 იანვრიდან

ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;


გ) ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.
1-1 . აქციზის გადამხდელი ამ კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს აქციზის დეკლარაციას ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. აქციზის დეკლარაციის წარდგენის წესს და დეკლარაციის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1. For each accounting period, no later than the 15th day of the month following the accounting period of the tax authority, an excise return indicating performed taxable transactions shall be filed by:

a) a manufacturer of excisable goods;

b) an excise tax payer defined under Article 182(1)(d, e, f) of this Code; (Shall apply to legal relations arising from 1 January 2015)

[b) an excise tax payer defined under Article 182(1)(d and f) of this Code; (Shall become effective from 1 January 2018)]

c) an excise tax payer defined by Article 192(6) and (7) of this Code, if the obligation to pay excise tax provided by the same paragraphs arises.

11. To enjoy the tax benefit under Article 194(5)(g) of this Code, an excise tax payer shall file an excise return for each accounting period with the tax authority, by no later than the 15th day of the month following the accounting period.

2. The Minister for Finance of Georgia shall determine the procedure for filing an excise return and the excise return form.