▒ მუხლი 190.-1 ცალკეულ შემთხვევებში აქციზით დაბეგვრა / Article 190.-1 - Charging excise tax in certain cases

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა იბეგრება აქციზით ამ მუხლის შესაბამისად.
1-1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაცია იბეგრება ამ მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის:
ა) პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება:
ა.ა) რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ;
ა.ბ) აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას;
ა.გ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება;

ბ) 1-1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.

4680-რს 2016 29/12/2015

ბ) 1-1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება:

  ბ.ა) აქციზური მარკებით ნიშანდებულ და აქციზით დაბეგრილ საქონელზე;

  ბ.ბ) ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება.



3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელი აქციზის დეკლარაციას წარადგენს მის მიერ ამ მუხლის პირველი და 1-1 ნაწილებით განსაზღვრული აქციზური საქონლის:
ა) მიწოდების შემთხვევაში − არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში − არაუგვიანეს წარმოებული სხვა აქციზური საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქციზის გადამხდელმა კუთვნილი აქციზი ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს აქციზის დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში.

1. The sale of excisable goods by auction, direct sale or in any other way, as part of a tax liability collection security measure or for any other pecuniary liability (except penalties imposed under criminal and administrative proceedings), as well as during transfer of collateral (excisable goods) to the possession of a creditor under a contractual obligation performance security measure (guarantee), shall be subject to excise tax under this article.

11. Selling excisable goods transferred to state property shall be taxed in accordance with this article.

2. In this article:

a) the first paragraph shall not apply to:

a.a) sold/transferred excisable goods, if the owner of such goods has not produced them;

a.b) goods with affixed excise stamps, if excise tax has been paid at the time of buying excise stamps;

a.c) excisable goods received in the possession of a natural person, if such person does not further supply these goods and/or use such goods for the production of other goods;

b) paragraph (11) shall not apply to:

b.a) excised or excisable goods;

b.b) excised goods received in the possession of a natural person, if such person does not further supply these goods and/or use such goods for the production of other goods.

3. Where so provided for by this article, an excise taxpayer shall file an excise return, according to paragraphs (1) and (11) of this article, if he/she:

a) supplies excisable goods – by no later than the 15th day of the month following the month of supply;

b) uses excisable goods for the production of non-excisable goods – by no later than the 15th day of the month following the month of using excisable goods for the production of non-excisable goods;

c) uses excisable goods for the production of other excisable goods – by no later than the 15th day of the month following the month of supply of such other excisable goods.

4. Where so provided in this article, the excise taxpayer shall pay the excise tax payable to the budget within the time determined by the third paragraph of this article for filing an excise return.