▒ მუხლი 188.-1 აქციზის განაკვეთები ალკოჰოლიან სასმელებზე


1. ამ ნაწილით გათვალისწინებული ალკოჰოლიანი სასმელები იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით:


 

საქონლის დასახელება/აღწერილობა

ზომის ერთეული

განაკვეთი

1

ლუდი

1 ლიტრი/1%Vol

0.12

2

სხვა დადუღებული სასმელი 5%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობით

1 ლიტრი

5

3

სხვა დადუღებული სასმელი 5% ან 5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობით

1 ლიტრი

0.6

4

შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი

1 ლიტრი

5

5

სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით

(გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა)

1 ლიტრი სუფთა სპირტი

22.5

6

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2207 კოდით გათვალისწინებული საქონელი

1 ლიტრი სუფთა სპირტი

7.5

7

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონელი

1 ლიტრი სუფთა სპირტი

15


შენიშვნა: ამ ცხრილში მითითებული:

ა) „ლუდი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2203 კოდში მითითებულ საქონელს, აგრეთვე 2206 00 590 01 და 2206 00 890 01 კოდებით გათვალისწინებულ საქონელს (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2206 კოდში აღნიშნული ერთი ან ერთზე მეტი უალკოჰოლო სასმელისა და ლუდის ნაზავს), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა 0.5%-ს აღემატება;

ბ) „სხვა დადუღებული სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა და ღვინისა):

ბ.ა) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 10%-ს;

ბ.ბ) რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 10%-ს და არ აღემატება 15%-ს, იმ პირობით, რომ პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად დადუღების გზითაა მიღებული;

გ) „შუალედური ალკოჰოლიანი სასმელი“ მოიცავს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს (გარდა ლუდისა, ღვინისა და სხვა დადუღებული სასმელებისა), რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 22%-ს;

დ) „სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით“ მოიცავს:

დ.ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 კოდში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 1.2%-ს აღემატება;

დ.ბ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2205 და 2206 კოდებში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 22%-ს აღემატება.

2. ღვინო მოიცავს ყურძნის გამოყენებით წარმოებულ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2204 და 2205 კოდებში მითითებულ საქონელს, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1.2%-ს და არ აღემატება 18%-ს, იმ პირობით, რომ საბოლოო პროდუქტში არსებული ალკოჰოლი მთლიანად დადუღების გზით და დანამატების გარეშეა მიღებული.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის პირველი გრაფით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთის, საქონლის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის და აღნიშნულ საქონელში ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის ნამრავლს.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-2–მე-4 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთისა და აღნიშნული საქონლის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ნამრავლს.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-5–მე-7 გრაფებით გათვალისწინებულ საქონელზე გადასახდელი აქციზის თანხა შეადგენს შესაბამისი აქციზის განაკვეთისა და აღნიშნულ საქონელში სუფთა სპირტის მოცულობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ნამრავლს.