▒ მუხლი 185. დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა / Article 185 - Determining the amount of an excisable transaction, import of excisable goods and export of excisable goods

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება:
ა) (ამოღებულია – 19.04.2011, №4547);
ბ) ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით;

გ) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით;

N2949-Iს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან

გ) თამბაქოს ნაწარმისათვის – თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;




დ) ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით);
ე) მსუბუქი ავტომობილისათვის – მსუბუქი ავტომობილის წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;
ვ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – აირის მოცულობით;

ზ) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შემთხვევაში – მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე.

N2874-Iს 01/01/2015

ზ) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ან საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში:

ზ.ა) მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) აქციზის, დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ ნაწილის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ზ.ბ) ზარის ხანგრძლივობის მიხედვით − საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევისას.

5445-IIს 2018 წლის 1 იანვრიდან

ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით.

2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა.

N2874-Iს 01/01/2015

2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისა) გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა.
1. The amount of an excisable transaction, import of excisable goods and export of excisable goods shall be determined:

a) (deleted - No 4547, 19.4.2011)

b) for an alcoholic beverage – according to the volume of an alcoholic beverage;

c) for tobacco products – according to the quantity or weight of a tobacco product and/or according to the retail price;

d) for a petroleum product – according to the weight (volume) of a petroleum product;

e) for a motor car – according to the age and engine displacement of a motor car;

f) for a natural gas condensate and/or natural gas – according to the volume of gas;

g) in the case of delivering mobile communication services or international call termination services in a mobile or fixed network in Georgia:

g.a) according to the received or receivable compensation amount (including taxes, duties and other charges), net of excise tax, VAT and/or penalty, except as provided in sup-paragraph (g,b) of this paragraph;

g.b) according to the duration of the call - during the delivery of international call termination services in a mobile or fixed network in Georgia.

[g) in the case of delivering international call termination services in a mobile or fixed network in Georgia – according to the duration of the call. (Shall become effective from 1 January 2018)]

2. When delivering international mobile communication services (except for international call termination services in a mobile or fixed network in Georgia), the amount of a taxable transaction shall not include the amount received from delivering such services to a non-resident company.