▒ მუხლი 184. დასაბეგრი ოპერაცია, დასაბეგრი ოპერაციის დრო / Article 184 – Excisable transaction, the time of an excisable transaction

1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია:
ა) მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი;
ბ) მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტი;
გ) საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი;
დ) ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;
ე) მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტად ითვლება მომსახურების გაწევის მომენტი.

5445-IIს 2018 წლის 1 იანვრიდან

ე)  საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი.

2. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).

1. Excisable transactions and the moment of performing excisable transactions shall be:

a) the moment of supply by the producer of excisable goods produced in Georgia and/or removal of such goods from a company warehouse for sale;

b) the moment of transfer by the producer of excisable goods produced in Georgia with a customer’s raw materials to the customer;

c) the moment of starting to use in-house manufactured excisable goods for producing non-excisable goods;

d) the moment of supply of natural gas condensate and/or natural gas to motor transport vehicles;

e) the moment of delivering mobile communication services or the moment of delivering international call termination services in a mobile or fixed network in Georgia.

[ e) the moment of delivering international call termination services in a mobile or fixed network in Georgia. (Shall become effective from 1 January 2018)]

2. (Deleted - No 5556, 20.12.2011)