▒ მუხლი 182. აქციზის გადამხდელი / Article 182 – Excise taxpayer

1. აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:
ა) აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში;
ბ) ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში;
გ) ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს;
დ) ახორციელებს ბუნებრივი აიროვანი კონდენსატის ან/და ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;

1182-IIს ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან

დ1) ახორციელებს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;

ე) ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გაწევას.

5445-IIს 2018 წლის 1 იანვრიდან

182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს


N2874-Iს 01/01/2015

ვ)  ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას.


2. დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.

1182-IIს ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.

4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაციისას, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირი, თუ აღნიშნული ოპერაცია ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას ამ კოდექსის 190-1  მუხლის შესაბამისად.
5. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული აქციზური საქონლის რეალიზაციისას ამ ოპერაციაზე აქციზის გადამხდელად ითვლება აქციზური საქონლის შემძენი პირი.

1. An excise tax payer shall be a person who:

a) produces excisable goods in Georgia;

b) imports excisable goods into Georgia;

c) exports excisable goods out of Georgia;

d) supplies natural gas condensate and/or natural gas to motor transport vehicles;

e) performs delivery of mobile communication services;

[e) (deleted - No 5445, 22.6.2016); (Shall become effective from 1 January 2018)]

f) provides termination services for international calls received from a resident or a non-resident person in a mobile or fixed network.

2. A manufacturer of goods produced in Georgia with raw materials of a customer shall be considered an excise taxpayer.

3. In the cases provided for by subparagraphs (a–d) of this article, the person shall be considered an excise taxpayer only for the defined transactions.

4. During a sale of excisable goods by auction, direct sale or in any other way, as part of a tax liability collection security measure or for any other pecuniary liability (except penalties imposed under criminal and administrative proceedings), as well as during transfer of a collateral (excisable goods) to the possession of a creditor under a contractual obligation performance security measure (guarantee), the excise tax payer on the transaction shall be considered the person buying and/or receiving excisable goods, if such a transaction is excisable under Article 1901 of this Code.

5. During sale of excisable goods transferred to state property, the excise taxpayer on such a transaction shall be considered the person buying the excisable goods.