მუხლი 181. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება / Article 181 – Refund of VAT amounts paid by foreign citizens on goods purchased in Georgia

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვთ, დაიბრუნონ ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
2. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე.
3. დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხდება მისი შეძენიდან 3 თვის განმავლობაში და შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე).
4. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ეს მუხლი, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1. In exporting goods purchased in Georgia from the territory of Georgia, foreign citizens may obtain a refund of the VAT amounts paid on these goods.

2. A VAT amount shall be refunded on the basis of the special receipt made out by an authorised seller of goods.

3. A VAT amount shall be refunded only if goods are exported from the territory of Georgia within 3 months after they have been purchased and the value of purchased goods per receipt exceeds GEL 200 (net of VAT).

4. The rules for VAT refund, the criteria that the authorised seller of goods must meet, as well as the list of the goods, to which this Article does not apply, shall be defined by the Minister for Finance of Georgia.