მუხლი 179. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება / Article 179 - Adjusting the amount of taxable transaction

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა ;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.
3. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
5. ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებს), როცა ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, უფლება აქვთ, დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება განახორციელონ არა უგვიანეს მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლოსი, თუ დასაბეგრი ოპერაციის თანხის ცვლილება გამოწვეულია გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების (საკომპენსაციო თანხის) ცვლილებით ან/და კვალიფიციური საწარმოების მიერ წარმოებული, იმპორტირებული, მოხმარებული (შესყიდული) ან/და ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობების ცვლილებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნულის შედეგად ხორციელდება თუ არა ელექტროენერგიის გასაყიდი ან/და შესასყიდი ტარიფის (ფასის) ცვლილება.

1. The amount to be paid on a taxable transaction shall be adjusted on occurrence of the following circumstances:

a) the taxable transaction has been cancelled, including on the balance of goods deemed as goods supplied during the re-registration as a VAT payer while cancelling the previous registration;

b) type of taxable transaction has been changed;

c) the transaction compensation amount earlier agreed has been changed due to price reduction or other reasons, except for changes caused by changes in the exchange rate;

d) goods/services are fully or partially returned to the VAT payer.

2. Upon the occurrence of one of the conditions set forth in in the first paragraph of this article, the amount of the taxable transaction shall be adjusted, if the taxpayer:

a) has submitted to the tax authority and/or stated in the VAT return a VAT invoice that misstates the amount of VAT;

b) has misstated the amount of VAT in a VAT return;

c) has made out a VAT invoice misstating the amount of VAT.

3. An adjustment note tax invoice shall be a document of a form established by the Minister for Finance of Georgia that evidences the adjustment of a taxable transaction. The procedure for making out and submitting an adjustment note tax invoice shall be defined by the Minister for Finance of Georgia.

4. If the amount to be paid on a taxable transaction is adjusted, where the amount to be paid on the taxable transaction changes because of the occurrence of the circumstance causing the adjustment, the respective adjustment shall be made in the accounting period, in which the circumstance causing such adjustment occurred.

5. If a previously agreed transaction compensation amount has been changed due to price reduction or other reasons, power supply companies (qualified companies under the Law of Georgia on Electricity and Natural Gas) may adjust the amount to be paid on a taxable transaction by no later than the end of the current tax year, if a change in the amount to be paid on the taxable transaction is caused by a change in the cost (compensation amount) of electricity generated, imported, consumed (purchased) and/or exported by qualified companies, whether or not this results in a change in the electricity selling and/or purchasing tariff (price).