მუხლი 178. წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ოპერაცია / Article 178 - Agent's transaction

1. წარმომადგენლის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდება ითვლება დამკვეთის ოპერაციად, გარდა წარმომადგენლის მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურებისა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ეხება საქართველოში არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი წარმომადგენლის მეშვეობით საქონლის მიწოდებას, როცა ეს არარეზიდენტი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად საქართველოში. ამ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის მიზნით მიწოდება წარმომადგენლის მიერ განხორციელებულად ითვლება.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

3. ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან მიღებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით სასტუმრო მომსახურების გაწევა განიხილება ტურისტული საწარმოს ოპერაციად და დღგ-ით იბეგრება ტურისტული საწარმოსთვის ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
1. The supply of goods/delivery of services by an agent shall be considered as a client’s transaction, except for services delivered by the agent to the client.

2. The first paragraph of this article shall not apply to supply of goods by a non-resident through a resident agent in Georgia, when the said non-resident is not a registered VAT payer in Georgia. In such a case, for the purpose of VAT assessment, supply shall be considered to be performed by the agent.

3. Provision of hotel services by a tourist enterprise with the hotel assets/part of the assets received from a natural person shall be regarded as a tourist enterprise transaction and shall be taxed according to the procedure prescribed under this Code for a tourist enterprise.