მუხლი 177. შერეული ოპერაცია / Article 177 – Composite transaction

1. შერეულ ოპერაციად ითვლება ისეთი ოპერაცია, რომელიც მოიცავს საქონლისა და მომსახურების კომბინირებულ მიწოდებას.
2. საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად.
3. დაბეგვრას დაქვემდებარებული და გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ერთად განხორციელება განიხილება, როგორც დაბეგვრას დაქვემდებარებული და გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციები.
4. მომსახურების გაწევა, რომელიც საქონლის იმპორტის მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის იმპორტის ნაწილად.
5. მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად.

1. A composite transaction shall be a transaction that involves a combination of supply of goods and delivery of services.

2. Supply of goods/delivery of services that is ancillary in relation to main supply of goods/delivery of services shall be considered a part of these goods/services.

3. Concurrent taxable and non-taxable supply of goods and/or delivery of services shall be considered as separate taxable and non-taxable transactions of supply of goods/delivery of services.

4. Delivery of a service that is ancillary in relation to import of goods shall be considered as a part of the import of these goods.

5. A transaction of supply of land with buildings attached to it shall be considered as a supply of buildings.