მუხლი 176. უკუდაბეგვრა / Article 176 - Reverse charge

1. დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება:
ა) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს მიერ საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურება;
ბ) პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა;
გ) საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) მიწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით, თუ იგი არ კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით;
დ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ექცევა.
2. საგადასახადო აგენტად ითვლება: 
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის − ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს);
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის − პირი, რომელიც საქონელს იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში აქცევს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას: 
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე;
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე;
გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, დარიცხული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა ექვემდებარება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვას;

ბ) თუ საგადასახადო აგენტი რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად, მის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.



5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის საბაზრო ფასზე დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
6. დღგ-ით უკუდაბეგვრას არ ექვემდებარება:
ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კარით გათავისუფლებულია დღგ-ისგან;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა.


1. The following shall be subject to VAT reverse charge:

a) a service delivered by a non-resident natural person (other than a natural person being a citizen of Georgia) or by a non-resident enterprise to a tax agent on the territory of Georgia;

b) transfer by a person of a collateral (goods) to the possession of a creditor under a contractual obligation performance security measure (guarantee);

c) delivery of services and/or supply of goods/products (project documents, technical documents, production flow charts, software, etc.) to a tax agent outside the territory of Georgia by the Internet or any other electronic communication means, if it does not cross the customs border of Georgia by means of a federated schema or other information carrier;

d) in the case provided for by Article 162(7) of this Code, foreign goods purchased from a person in a customs warehouse, which are placed under an import customs procedure.

2. The following shall be considered tax agents:

a) for the purposes of paragraphs (1)(a) and (c) of this article – any resident taxpayer (except a non-entrepreneur natural person and a Free Industrial Zone enterprise) and a permanent establishment of a non-resident;

b) for the purposes of paragraph (1)(b) of this article – a person (creditor) who takes possession of collateral (goods) under a contractual obligation performance security measure (guarantee);

c) for the purposes of paragraph (1)(d) of this article – a person placing goods under an import customs procedure.

3. Where so provided for by the first paragraph of this article, a tax agent shall assess VAT:

a) as provided for by paragraphs (1)(a) and (c) of this article – on the amount to be paid for service;

b) as provided for by paragraph (1)(b) of this article – on the market price (net of VAT) of collateral (goods) taken possession of;

c) as provided for by paragraph (1)(d) of this article:

c.a) if the import and delivery of goods are not VAT exempt – on the amount of a positive difference between the value of purchase of foreign goods in a customs warehouse and the amount of import of goods;

c.b) if the import of goods is VAT exempt and the delivery of goods is subject to VAT – on the value of purchase of foreign goods in a customs warehouse.

4. In the case provided for by the first paragraph of this article:

a) if a tax agent is registered as a VAT payer, the assessed amount of a reverse charged VAT shall be included in a VAT return of an appropriate reporting period;

b) if a tax agent is not registered as a VAT payer, the procedure for submitting a report by the tax agent to the tax authority and paying the assessed tax to the budget shall be established by the Minister of Finance of Georgia.

5. As provided for by paragraph (3)(b) of this article, the obligation to have VAT assessed on the market price of goods shall not apply to a person registered as a VAT payer. At the same time, such person shall be deemed to have received a VAT deduction of the respective amount for such goods.

6. The following shall not be subject to VAT reverse charge:

a) supply of goods or delivery of services that are VAT exempt under this Section;

b) as provided for by paragraph (1)(b) of this article – transfer of a flat and a parcel of land assigned to it owned by a natural person.