მუხლი 176.-1. ცალკეულ შემთხვევებში დღგ-ით დაბეგვრა / Article 176.-1. - Charging VAT in certain cases

1. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, ამ შემთხვევაში დღგ-ით არ იბეგრება:

გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის რეალიზაცია;

1378-Iს 17/11/2017

გ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეალიზაცია;

დ) ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია.

2. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების  აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (სამეურვეო ქონების  მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამასთანავე, გარდა  სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით რეალიზაციის შემთხვევისა,  დღგ-ით არ იბეგრება:
ა) ინდივიდუალური მეწარმის საკუთრებაში არსებული  საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაცია;
ბ) მიწის ნაკვეთის რეალიზაცია;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების  რეალიზაცია;
დ)  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია.

3 . ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებ ში:
ა) საქონლის სარეალიზაციო ფასი (მყიდველის მიერ გადახდილი/გადასახდელი საკომპენსაციო თანხა) მოიცავს დღგ-ის თანხას;
ბ) საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრისას არ ვრცელდება ამ კოდექსის 168-ე მუხლის მოქმედება.

4 . ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრისა და დღგ-ის თანხის ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

1. The sale of goods by auction, direct sale or in any other way, as part of a tax liability collection security measure or for any other pecuniary liability (except penalties imposed under criminal and administrative proceedings) shall attract VAT under this article, and the payment of the VAT assessed on such a transaction on behalf of the person (owner of goods) to the budget shall be ensured by an authorised person selling such goods. Furthermore, in such a case, VAT shall not be charged on:

a) selling a flat/dwelling house;

b) selling a parcel of land;

c) selling a car under Code 8703 of the National Commodity Classification of Foreign Economic Activity;

d) selling of property owned by a natural person (except for an individual entrepreneur).

2. Selling custodial property by auction, direct sale or in any other way in the manner provided for by the Law of Georgia on Insolvency Proceedings shall attract VAT as provided for by this article, and the payment of the VAT assessed on such a transaction on behalf of a person (owner of custodial property) to the budget shall be ensured by the authorised person selling such goods. Furthermore, besides the cases where the custodial property is sold as an integrated complex, no VAT shall be assessed on:

a) selling a flat/dwelling house owned by an individual entrepreneur;

b) selling a parcel of land;

c) selling a vehicle;

d) selling agricultural machinery.

3. In the cases provided for by the first and second paragraphs of this article:

a) the selling price of goods (the amount of compensation paid/to be paid by the buyer) shall be gross of VAT;

b) Article 168 of this Code shall not apply to cases where VAT is charged on sale of goods.

4. The procedure for VAT assessment and VAT payment to the budget in the case provided for by this article shall be defined by an ordinance of the Government of Georgia.