მუხლი 175. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა / Article 175 - Tax invoice

1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1-1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ამასთანავე, თუ პირი საქონლის ( გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე.

97-Iს ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს. ამასთანავე, თუ პირი საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.ბ“ ქვეპუნქტით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე.


3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა) საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა იმ ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევისა.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა, როდესაც თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით) საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოეშობა იმ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3-1 . საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება. ამ შემთხვევაში ჩათვლის მიღების საფუძველია მიწოდებულ საქონელზე / გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელი დღგ-ის თანხის საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს:
ა) ცალკეულ საქონელზე/მომსახურებაზე, აგრეთვე ცალკეული კატეგორიის მყიდველებისათვის შემოიღოს განსხვავებული ფორმის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი;
ბ) ცალკეული დღგ-ის გადამხდელებისათვის შემოიღოს კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განსაზღვროს მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების წესი.


1. A tax invoice, whose form shall be approved by the Minister for Finance of Georgia, shall be a strict accounting document, excluding the exceptions provided for by this article, the rules for issuing and submitting which shall be determined by the Minister for Finance of Georgia.


1-1. Where so provided by the Minister for Finance of Georgia, a tax invoice may be issued and submitted electronically (electronic tax invoice), in which case, it shall not be a strict accounting document.


2. A person registered as a VAT payer may issue a tax invoice and submit it to a recipient of the goods supplied/ to be supplied or services delivered/to be delivered only when performing a taxable transaction. At the same time, if the person keeps accounting of goods (electricity or thermal firm power, gas or water) by cyclic accrual, with consumers making payments not by a calendar month, but as per the volume of goods supplied over a certain period of time (cycle), that may include an accounting period, as well as the period preceding the accounting period, the tax invoice may be issued according to such period (cycle), irrespective of the fact that in such a case the time of performing the taxable transaction under Article 161(1)(a.b.b.) of this Code shall be deemed the time not later than the last day of each accounting period.


3. Upon request of the recipient of goods/services, a person registered as a VAT payer shall (except for transactions involving the exchange (barter) of goods/services, where each transaction is taxed with VAT) issue a tax invoice not later than 30 calendar days after the request and present it to the recipient of goods/services in compliance with the terms and conditions of paragraph 2 of this article. At the same time, the obligation to issue a tax invoice shall not arise with relation to a natural person not registered as a taxpayer, except for the cases provided for by order of the Minister for Finance of Georgia.


3-1. A tax invoice shall not be issued for a goods/services barter transaction. In such a case, the basis for receiving a deduction shall be an indication of the VAT amount payable on the goods supplied/services delivered in the VAT return filed with the tax authority.


4. The Minister for Finance of Georgia may:


a) introduce, on particular goods/services, as well as for a particular category of buyers, a special tax invoice of a different form and define a procedure for its issuance, registration and usage;


b) introduce, for certain VAT payers, a printed out tax invoice and define a procedure for its issuance, registration and usage.