მუხლი 175.-1 ანგარიშ-ფაქტურა / Article 175.-1 - Invoice

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია შემოიღოს ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შეიცავს როგორც სასაქონლო ზედნადებით, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, და განსაზღვროს მისი გამოწერისა და წარდგენის წესი.
2. ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება:
ა) როგორც სასაქონლო ზედნადების, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერაზე უფლებამოსილი პირის მიერ;
ბ) როგორც სასაქონლო ზედნადების, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერის ვალდებულების შემთხვევაში.
3. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემთხვევაში:
ა) მისი გამომწერი თავისუფლდება როგორც სასაქონლო ზედნადების, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერის ვალდებულებისაგან;
ბ) მისი მიმღები უფლებამოსილია გამოიყენოს იგი როგორც ტრანსპორტირების, ისე ჩათვლის დოკუმენტის სახით.
4. ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო სამართლებრივ ურთიერთობებში ცვლის როგორც სასაქონლო ზედნადებს, ისე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს) და მისი გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომლებიც სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისას/გამოუწერლობისას.
5. ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევისას გამოიყენება შესაბამისად სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერისა და წარდგენის წესთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები.

1. The Minister for Finance of Georgia may introduce an invoice that contains the details characteristic of both a waybill and a tax invoice (including special tax invoices), and define a procedure for issuing and submitting it.

2. The invoice shall be issued:

a) by a person authorised to issue both a waybill and a tax invoice (including special tax invoices);

b) in the event of the obligation to issue both a waybill and a tax invoice (including special tax invoices).

3. In the case of issuing an invoice:

a) the issuer shall be released from the obligation to issue both a waybill and a tax invoice (including special tax invoices);

b) the recipient may use the invoice both as a transportation document and as a deduction document.

4. An invoice shall replace both a waybill and a tax invoice (including special tax invoices) in tax-legal relations, and its issuance/non-issuance shall carry all the legal implications, which arise in the event of issuance/non-issuance of both/either a waybill and/or a tax invoice (including special tax invoices).

5. Where the rule for issuing and submitting an invoice is violated, the liability measures established by the legislation of Georgia for offences related to the procedure for issuing and submitting either a waybill or a tax invoice (including special tax invoices) shall apply respectively.