მუხლი 171. დეკლარაციის წარდგენა და დღგ-ის გადახდა / Article 171 - Filing a VAT return and payment of VAT

1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
1-1 . დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციებს არ წარადგენს.

2. საქონლის დროებითი შემოტანისას დარიცხული დღგ-ის თანხა გადახდილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან

2. საქონლის დროებითი შემოტანისას:

ა) პირმა, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის, დარიცხული დღგ-ის თანხა უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განახორციელოს საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.



3. საქონლის იმპორტისას დღგ გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

5092-IIს 01/06/2016

3. საქონლის იმპორტისას დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის 3-1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;


3-1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401−9033 კოდებში მითითებული იმ საქონლის იმპორტისას, რომლის ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, დარიცხული დღგ-ის გადახდა ხორციელდება საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.



4. უკუდაბეგვრისას საგადასახადო აგენტი ვალდებულია დარიცხული დღგ-ის თანხა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან

4. უკუდაბეგვრისას საგადასახადო აგენტი (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისა) ვალდებულია დარიცხული დღგ-ის თანხა გადაიხადოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.


1. A person registered as a VAT payer shall file a VAT return with the relevant tax authority for each reporting period not later than the 15th day of the month following that reporting period and pay VAT within that timeframe.

1-1. A person registered as a VAT payer shall submit to a tax authority, within 15 days after the entry into force of a bankruptcy ruling delivered by a court in the manner provided for by the Law of Georgia on Insolvency Proceedings, unfiled returns for the complete/incomplete tax period(s) preceding the commencement of the bankruptcy proceedings. At the same time, the taxpayer shall not submit any VAT returns for the complete/incomplete tax period(s) after the commencement of the bankruptcy proceedings.

2. During the temporary admission of goods:

a) A person not registered as a VAT payer shall pay the charged VAT amount not later than the 15th day of the month following each month, and shall make the last payment on the day of completion of the customs procedure of temporary admission of goods. The declarant may pay the total amount due as a lump sum.

b) The obligation to charge a VAT shall not be imposed on a person registered as a VAT payer. Furthermore, it is assumed that he/she has received a deduction of a proper amount of VAT for the goods.

3. During importation of goods, payment of the VAT amount shall be made under the procedure established for making import payments, except as provided for in paragraph 31 of this article.

3-1. Payment of the VAT assessed during importation of goods under the National Commodity Nomenclature of Foreign Economic Activities Codes 8401 – 9033, the list of which is compiled by the Government of Georgia, shall be made not later than 45 after the goods are released.

4. In the case of a reverse charge, a withholding agent (except for a person registered as a VAT payer) shall pay the charged VAT amount under the procedure established by the Minister of Finance of Georgia not later than the 15th day of the month following the reporting period.