მუხლი 170. ბიუჯეტში შესატანი დღგ / Article 170 - VAT payable to the budget

ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს:
ა) დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის;
ბ) საქონლის იმპორტისას ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას;
გ) საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას;
დ) უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას.

The amount of VAT payable to the budget comprises:

a) the VAT amount payable to the budget from taxable turnover is defined as the difference between the VAT amount assessed on taxable turnover and the amount of deductible VAT;

b) the VAT amount payable to the budget during the importation of goods;

c) the VAT amount payable to the budget during the temporary admission of goods;

d) the VAT amount payable to the budget from a transaction subject to reverse charge.