მუხლი 169. დღგ-ის განაკვეთები / Article 169 - VAT rates

1. დღგ-ის განაკვეთი შეადგენს:
ა) დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს;
ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას ამ კოდექსის 164-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;
გ) უკუდაბეგვრის წესით დასაბეგრი ოპერაციის თანხის 18 პროცენტს.
2. დასაბეგრი ბრუნვა არის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების, საქონლის ექსპორტისა და საქონლის რეექსპორტის თანხის ჯამი.

1. VAT rate shall be:

a) 18% of the amount of taxable turnover or taxable import;

b) with respect to temporary admission of goods, 0.54% of the amount of temporary admission specified in Article 164(1)(a) of this Code for each complete and incomplete calendar month during which goods are located in the customs territory of Georgia, but not more than 18% of the temporary admission amount at the moment of temporary admission of goods;

c) 18% of the amount of the transaction subject to reverse charge.

2. Taxable turnover shall be the total of the amount of taxable transactions, export of goods and re-export of goods made in a reporting period.