§ მუხლი 167. გადასახადისაგან გათავისუფლება და მისი გამოყენების წესი / Article 167 - VAT exemption and procedure for its application

1. დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე.
2. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება.
3. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, დასაბეგრი ოპერაციების მიმართ არ გამოიყენოს ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლება, რაც გულისხმობს, რომ დასაბეგრი ოპერაცია ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას და მიიღება ჩათვლა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული უფლების გამოყენება გადასახადის გადამხდელს შეუძლია:
ა) საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემდეგი საანგარიშო პერიოდის პირველი რიცხვიდან;
ბ) უფლების გამოყენების დღიდან 12 თვის განმავლობაში, ყველა დასაბეგრი ოპერაციის მიმართ.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
ა) საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადასახადის გადამხდელი გაატაროს რეგისტრაციაში;
ბ) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაბეგროს გათავისუფლებული ოპერაციები და ამ კარის მიზნებისათვის ასეთი ოპერაციები აღარ ითვლება ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ ოპერაციად.
7. დღგ-ისგან გათავისუფლების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1. VAT exemption may be with or without the right of deduction.

2. A transaction shall be regarded as exempt with the right of deduction when the transaction is not chargeable with VAT (is not taxed) and the right of deduction is applied.

3. A transaction shall be regarded as exempt without the right of deduction when the transaction is not chargeable with VAT (is not taxed) and the right of deduction is not applied.

4. A taxpayer is entitled not to apply VAT exemption without the right of deduction in respect of a taxable transaction, which means that the taxable transaction shall be charged with VAT and a deduction shall be obtained.

5. A taxpayer may exercise the right referred to in the fourth paragraph of this article:

a) from the first day of the reporting period following application to a tax authority;

b) within 12 months from the day of exercising the right, in respect of all taxable transactions.

6. When exercising the right referred to in the fourth paragraph of this article;

a) a tax authority shall register a taxpayer;

b) a taxpayer shall tax exempt transactions and for the purposes of this Section such transactions shall no longer be deemed as transactions exempt without the right of deduction.

7. The procedure for application of VAT exemption shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.