© მუხლი 166. მომსახურების გაწევის ადგილი ( დღგ ) / Article 166 - Place of service delivery

1. ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება:

ა) ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ქონება, თუ მომსახურება უკავშირდება უძრავ ქონებას, მათ შორის:
 ა.ა) ქონების აგენტებისა და ექსპერტების მომსახურება;
 ა.ბ) სამშენებლო საქმიანობის მომზადებისა და კოორდინაციასთან დაკავშირებული მომსახურება;
 ა.გ) არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის მომსახურება;

ბ) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ:
 ბ.ა) მომსახურება უკავშირდება მოძრავ ქონებას, მათ შორის, მოძრავი ქონების შეფასება;
 ბ.ბ) მომსახურება გაიწევა კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროებში;
 ბ.გ) გაიწევა დამატებითი სატრანსპორტო მომსახურება, როგორიცაა დატვირთვა და გადმოტვირთვა;

გ) ტვირთების გადატანის ან მგზავრთა გადაყვანის ადგილსამყოფელი ტრანსპორტირების დაწყებისას, თუ მომსახურება დაკავშირებულია ამ გადაზიდვებთან;

დ) თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მაშინ მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ:
 დ.ა) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა მსგავსი არამატერიალური აქტივის გადაცემა;
 დ.ბ) საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო და სხვა მსგავსი მომსახურების გაწევა, აგრეთვე მონაცემებისა და ინფორმაციის დამუშავება-მიწოდება;
 დ.გ) პერსონალით უზრუნველყოფა;
 დ.დ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა, გარდა სატრანსპორტო საშუალებების იჯარისა;
 დ.ე) სარეკლამო მომსახურება;
 დ.ვ) ბიზნესსაქმიანობისგან ან ამ ქვეპუნქტში აღწერილი უფლების გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულება;
 დ.ზ) ფინანსური და დაზღვევის ოპერაციები, მათ შორის, გადაზღვევა;
 დ.თ) სატელეკომუნიკაციო, რადიო- და ტელემაუწყებლობის მომსახურება;
 დ.ი) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;
 დ.კ) მომსახურების გაწევა შუამავლის მეშვეობით, რომელიც მოქმედებს სხვა პირის დავალებით და მონაწილეობს ამ ქვეპუნქტში აღწერილი მომსახურების გაწევაში;

ე) იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.

2. თუ მომსახურების გაწევის ადგილი აღწერილია ამ მუხლის პირველი ნაწილის ერთზე მეტ ქვეპუნქტში, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება მომსახურების აღმწერი რიგით პირველი ქვეპუნქტის მიხედვით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას განეკუთვნება:

ა) ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
გ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) მუსიკის, ფილმებისა და თამაშების (აზარტული თამაშების ჩათვლით) მიწოდება, პოლიტიკური, კულტურული, ხელოვნების, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი პროგრამების ტრანსლაცია და გაშუქება;
ე) დისტანციური სწავლების მიწოდება.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების სახეებისათვის გარკვეულ საქმიანობათა მიკუთვნების კრიტერიუმები.

1. For the purposes of this Section, the place of service delivery shall be:

a) the place where immovable property is located, if services are related to immovable property, including:

a.a) services of property agents and experts;

a.b) services related to construction business preparation and coordination;

a.c) architectural and construction business supervision services.

b) the place where services are actually rendered, if:

b.a) services are related to movable property, including evaluation of movable property;

b.b) services are rendered in the sphere of culture, art, education, tourism, recreation, physical culture and sports;

b.c) additional transportation services such as loading and unloading are rendered.

c) the location of the transportation of cargo or passengers at the beginning of transportation, if service is related to that transportation;

d) if the persons receiving and delivering services are in different states, the place of registration or place of management of the person delivering services or the location of the permanent establishment of the person receiving the services, if the services are directly related to that permanent establishment. The provisions of this subparagraph shall apply to the following services:

d.a) transfer of patents, licenses, trademarks, copyrights or other similar intangible assets;

d.b) delivery of consulting, legal, accounting, engineering and other similar services, also processing and delivery of data and information;

d.c) provision of personnel;

d.d) renting out movable property, except for the renting of vehicles;

d.e) advertising services;

d.f) obligation to refrain from business activities or from exercising the right described in this subparagraph;

d.g) financial and insurance transactions, including reinsurance;

d.h) telecommunication, radio and television broadcasting services;

d.i) electronically delivered services;

d.j) delivery of services through an intermediary who acts in the name and on behalf of another person and takes part in the delivery of the services described in this paragraph.

e) the place of the economic activity of the person who delivers services.

2. If the place of service delivery is described in more than one subparagraph of the first paragraph of this article, the place of service delivery shall be determined according to the first of the paragraphs describing the services;

3. For the purposes of this article, electronically delivered services shall include:

a) supply of a website, web-hosting, remote maintenance of software and hardware;

b) delivery of software support and appropriate updating;

c) supply of images, texts and information to ensure access to databases;

d) supply of music, films and games (including gambling games), broadcasting and covering political, cultural, art, sports, scientific and entertaining programs;

e) delivery of remote teaching.

4. The Minister for Finance of Georgia may determine criteria for attributing certain activities to the types of services provided for in the third paragraph of this article.