© მუხლი 165. საქონლის მიწოდების ადგილი / Article 165 - Place of supply of goods

1. თუ საქონლის მიწოდების პირობა ითვალისწინებს ტრანსპორტირებას, მაშინ საქონლის მიწოდების ადგილად ითვლება ტრანსპორტირების დაწყებისას საქონლის ადგილსამყოფელი. სხვა შემთხვევაში საქონლის მიწოდების ადგილად ითვლება საქონლის გადაცემის ადგილი.
2. ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის მიწოდების ადგილად ითვლება ამ საქონლის მიღების ადგილი. საქართველოდან ექსპორტის შემთხვევაში ამ საქონლის მიწოდების ადგილად ითვლება საქართველო.

1. If the terms of the supply of goods include transportation, the place of supply of goods shall be the location of goods at the beginning of such transportation. In other cases, the place of supply of goods shall be the place of where goods are delivered.

2. The place of supply of electric or heat energy, gas or water shall be the place of receipt of such goods. In the event of export from Georgia, the place of supply of such goods shall be Georgia.