© მუხლი 164. საქონლის დროებითი შემოტანა, დროებითი შემოტანის თანხა და დრო / Article 164 - Temporary admission of goods, amount and time of temporary admission

საქონლის დროებითი შემოტანა განისაზღვრება ამ კოდექსის მიხედვით, რომლის დროსაც:
ა) საქონლის დროებითი შემოტანის თანხა ტოლია დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევის შემთხვევაში ამ კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმპორტის თანხისა;
ბ) საქონლის დროებითი შემოტანა ხორციელდება მაშინ, როდესაც საქონელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება ან, გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო, დაიბეგრებოდა იმპორტის გადასახადით.

Temporary admission of goods shall be defined under this Code, where:

a) the amount of temporary admission of goods equals the amount of importation specified in Article 162(1)(a) of this Code, in the case of placing goods under importation procedure on the day of filing a customs declaration for temporary admission;

b) temporary admission of goods is performed when goods are taxed or, if they had not been exempt, would have been taxed with import duty under the tax legislation of Georgia.