© მუხლი 162. იმპორტი, იმპორტის თანხა და დრო / Article 162 - Importation of goods, amount and time of import

1. იმპორტის დროს:
ა) იმპორტის თანხა არის ჯამი:
 ა.ბ) იმპორტისას გადასახდელი გადასახდელებისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად;
 ა.გ) მომსახურების ღირებულებისა, დღგ-ის გარეშე, რომელიც ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ითვლება საქონლის იმპორტის ნაწილად;

ბ) საქონლის იმპორტი ხორციელდება მაშინ, როდესაც საქონელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით იბეგრება ან, გათავისუფლებული რომ არ ყოფილიყო, დაიბეგრებოდა იმპორტის გადასახადით.

2. პირს, რომლის წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 000 ლარს, უფლება აქვს, გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე.

N2183-IIს ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან

162-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს


2-1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით პირი შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლიდან მომდევნო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განახორციელებს საწარმოს ძირითად საშუალებად გამოსაყენებელი ან/და საწარმოს ძირითადი საშუალებისა თვის განკუთვნილი, არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის იმპორტს.
3. ამ მუხლის მე-2 და 2-1  ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირისათვის დაბეგვრის ობიექტად არ განიხილება საქონლის იმპორტი. ამასთანავე, ითვლება, რომ საქონლის იმპორტის საანგარიშო პერიოდის მიხედვით პირმა დასაბეგრი იმპორტის მიხედვით განსაზღვრულ საქონელზე მიიღო ჩათვლა.
3-1. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს საქონლის ცალკეული სახეები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედება. ამ შემთხვევაში ამ საქონლის იმპორტი იბეგრება საერთო წესით.
4. თუ პირი საგადასახადო ორგანოს წერილობით არ მიმართავს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის სურვილის არარსებობის თაობაზე (გარდა ამ მუხლის 2-1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
5. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესი ავტომატურად არ ვრცელდება რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საწარმოზე.

6. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

N2183-IIს ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან

162-ე მუხლის მე-2–მე-6 ნაწილები ამოღებულ იქნეს

7. საბაჟო საწყობში მიწოდებული უცხოური საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ:

ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისაგან გათავისუფლებული, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით დაიბეგრება უკუდაბეგვრის წესით;

ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება, იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით;

გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით იბეგრება, ხოლო საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისაგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე.

8. თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეტანილი (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილისა) საქონლის სხვა პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) სასაქონლო კოდის შეუცვლელად მიწოდების შემთხვევაში იმპორტის თანხას ემატება ამ საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა, რომლის მიხედვითაც იმპორტიორი დღგ-ს გადაიხდის იმპორტის გადასახდელთან ერთად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

1. During importation:

a) the amount of importation shall be the total of:

a.a) the customs value;

a.b) the duties payable upon importation, exclusive of VAT payable in Georgia;

a.c) the service charges, net of VAT, regarded as part of the importation of goods under Article 177(4) of this Code;

b) importation of goods is performed when goods are taxed under the tax legislation of Georgia or if they had not been exempt from taxes would have been taxed with import duty.

2. (Deleted – No 2183, 4.4.2014).

21. (Deleted – No 2183, 4.4.2014).

3. (Deleted – No 2183, 4.4.2014).

4. (Deleted – No 2183, 4.4.2014).

5. (Deleted – No 2183, 4.4.2014).

6. (Deleted – No 2183, 4.4.2014).

7. When importing foreign goods supplied to a customs warehouse, if:

a) the import and the supply of goods are not exempt from VAT, the importer shall pay the VAT for import depending on the importation amount, and the amount of a positive difference between the value of foreign goods purchased by an importer in a customs warehouse and the importation amount of goods shall be reverse charged with VAT;

b) importation of goods shall be VAT exempt, and the supply of goods shall be subject to VAT; the value of foreign goods purchased by an importer in a customs warehouse shall be reverse charged with VAT;

c) importation of goods shall be subject to VAT, and the supply of goods shall be VAT exempt, the importer shall pay the VAT payable for importation according to the importation amount.

8. If a FIZ Enterprise supplies goods brought into a Free Industrial Zone (except the ones brought in from Georgian customs territory) to another person (other than a FIZ Enterprise) without changing their commodity code, the difference between the purchase cost of the goods and customs value of the goods shall be added to the importation amount, according to which the importer shall pay VAT along with the import duty in the manner provided for by the Minister for Finance of Georgia.