® მუხლი 159. რეგისტრაციის გაუქმება / Article 159 - Revocation of registration

1. დღგ-ის გადამხდელის, მათ შორის, საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია:
ბ) ფიზიკური პირის გარდაცვალება;
გ) გადასახადის გადამხდელის წერილობითი მიმართვა ან საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის თანხმობა;
დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა) საერთო თანხა დღგ-ის გარეშე არ აღემატება 100 000 ლარს და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი:
ა) გადასახადის გადამხდელს შეუძლია მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით;
ბ) საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს დღგ-ის გადამხდელს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და მისი თანხმობის შემთხვევაში გაუუქმოს რეგისტრაცია.
3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია უქმდება:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თარიღიდან;
ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ ბ“ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის გარდაცვალების თარიღიდან;
გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ გ“ ქვე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის წერილობითი მი მართვის/ თანხმობის მომდევ ნო თვის პირველი რიცხვიდან;
დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების გამოქვეყნებიდან.
4. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
1. The grounds for revoking VAT registration of a VAT payer, or of a non-resident’s permanent establishment in Georgia, shall be:

a) liquidation of an enterprise/organisation;

b) death of a natural person;

c) a taxpayer’s written application or, in the event of the application from a tax authority, the taxpayer’s consent.

d) commencement of a bankruptcy proceeding in the manner provided by the Law of Georgia on Bankruptcy Proceedings.

2. If the total amount of taxable transactions, exclusive of VAT, (other than taxable transactions exempt without the right of deduction and taxable transaction exempt with the right of deduction) made by the taxpayer during the last 12 months does not exceed GEL 100 000 and one year has elapsed since the day of his/her last registration as a VAT payer:

a) the taxpayer may apply to the tax authority concerned for revocation of his/her VAT registration;

b) the tax authority may apply to the VAT payer in writing for revocation of registration and, in the event of his/her consent, revoke the registration.

3. VAT registration shall be revoked:

a) in the case provided for in paragraph 1(a) of this article – from the day when the registration in the state/entrepreneurial register is cancelled;

b) in the case provided for in paragraph 1(b) of this article – from the day of the person’s death;

c) in the case provided for in paragraph 1(c) of this article – from the 1st day of the month following the month of a taxpayer’s written application/consent;

d) in the case provided for in paragraph 1(d) of this article – from the publication of the bankruptcy ruling delivered by a court.

4. The procedure for VAT registration and revocation of VAT registration shall be determined by the Minister for Finance of Georgia.