® მუხლი 157. სავალდებულო რეგისტრაცია / Article 157 - Mandatory registration

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 1-1  ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) :
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
1-1 . პირს (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელიც საქონლის მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ სსზ-ის ტერიტორიაზე , ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ წარმოეშობა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება .


2. პირი, რომელიც აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს აქციზური საქონლის მიწოდებამდე.
3. პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური საქონლის საქართველოში იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს საქართველოში აქციზური საქონლის მიწოდებამდე.
4. ( ამოღებულია – 28.12.2012, №189).
5. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის ერთ-ერთი მხარე არის დღგ-ის გადამხდელი, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

6. დღგ-ის გადამხდელი პარტნიორისაგან/წევრისაგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
8. სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება:
ა) ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;
ბ) ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები;
გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.
9. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

1. A person who is engaged in economic activity and whose aggregate amount of VAT-taxable transactions carried out during any continuous 12 calendar months exceeds GEL 100 000 (except as provided for in paragraph 11 of this article) shall:

a) apply to a tax authority for VAT registration within not later than two business days from the day when the aggregate amount of a taxable transaction exceeds GEL 100 000;

b) be regarded as a VAT payer from the moment of executing the taxable transaction (including this transaction), according to which the aggregate amount of the taxable transaction exceeds GEL 100 000.

1-1. A person (other than the person referred to in Article 26(6) of this Code) who supplies goods only within an STZ territory shall not be liable for VAT registration in the cases provided for in the first paragraph of this article.

2. A person who produces excisable goods in Georgia shall apply to a tax authority for VAT registration before the supply of excisable goods.

3. A person importing excisable goods into Georgia, except where the import of excisable goods into Georgia is exempt from VAT, shall apply to a tax authority for VAT registration before the supply of excisable goods in Georgia.

4. (Deleted - No 189, 28.12.2012)

5. Where one of the parties to a reorganisation is a VAT payer, the person established as a result of the reorganisation shall apply to a tax authority for VAT registration before execution of the VAT-taxable transaction, but at least within 10 calendar days after completion of the reorganisation.

6. If a contribution is made to the capital of an enterprise/partnership by a VAT payer partner/member, the enterprise/partnership shall apply to a tax authority for VAT registration before the execution of such VAT-taxable transaction, but at least within 10 calendar days after the day when the contribution is made.

7. If it is found that a person liable for VAT registration is not registered as a VAT payer, a tax authority shall register the person as a VAT payer. At the same time, the person shall be deemed a VAT payer from the moment when he/she becomes liable for registration.

8. When determining the liability for mandatory registration, the following shall not be taken into account:

a) taxable transactions exempt without the right of deduction;

b) taxable transactions exempt with the right of deduction;

c) for a person having the status of a flat tax payer – income from the activity subject to a flat tax.

9. When determining the total amount of taxable transactions of a non-resident for the purpose of his/her mandatory VAT registration, only the supply of goods and services performed through a Georgian-based permanent establishment shall be taken into account.