® მუხლი 156. გადასახადის გადამხდელი / Article 156 - Value-added tax payers

დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:
გ) პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს ან დროებით შემოტანას საქართველოში, მხოლოდ ამ იმპორტზე ან დროებით შემოტანაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;

დ) არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას;

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

დ) არარეზიდენტი (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა), რომელიც ეწევა მომსახურებას საქართველოში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისა და საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების გარეშე, მხოლოდ ამ მომსახურებაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას;


ე) პირი, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ახორციელებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორის საკუთრებაში გადაცემას მხოლოდ ამ ოპერაციაზე და ექვემდებარება უკუდაბეგვრას, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;
 
ვ) პირი, რომლის საქონლის რეალიზაციაც ხდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით, აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით, მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე;

ზ ) პირი, რომლის სამეურვეო ქონების  რეალიზაციაც ხდება  „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით,  მხოლოდ ამ ოპერაციაზე, რეგისტრაციის ვალდებულების გარეშე.

A payer of value-added tax (‘VAT’) shall be:

a) a person registered as a VAT payer;

b) a person required to be registered as a VAT payer;

c) a person carrying out import or temporary admission of goods into Georgia, only with respect to such import or temporary admission, without the registration requirement;

d) a non-resident (other than a Georgian citizen natural person) that provides services in Georgia without VAT registration and without a permanent establishment of a non-resident registered with the tax authorities in Georgia, only with respect to these services and shall be subject to reverse charge;

e) a person who transfers, as part of the measures for ensuring the performance of contractual obligations, the collateral (goods) to the creditor, only with respect to such operation and shall be subject to reverse charge, without the registration requirement;

f) a person whose goods are sold as part of a tax or other monetary obligation enforcement measure (other than penalties imposed under criminal and administrative procedures), through an auction, direct sale or otherwise, only with respect to such operation and, without the registration requirement;

g) a person whose trusted property is sold in the manner provided for by the Law of Georgia on Insolvency Proceedings, only with respect to such transaction, without the registration requirement.