℗ მუხლი 154. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი / Article 154 - Procedure for withholding tax at the source

1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი,
  
    ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:
      ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა;
      ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს;

ბ) პირი, რომელიც პირს უხდის პენსიას, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში;
გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა;

1182-IIს ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის;


ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.
შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის,  ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ვ) პირი, რომელიც პირს უხდის სტიპენდიას, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა;
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

თ) პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს;

1182-IIს 13/07/2017 მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

თ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უხდის პროცენტს;

ი) პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის როიალტს;
კ) (ამოღებულია – 08.11.2011, №5202);
ლ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანია, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირის ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის შემთხვევაში, ასეთი რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის გაცემისას;

მ) პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა;

1182-IIს 13/07/2017 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან

მ) პირი, რომელიც ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს  ფიზიკურ პირს, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, გარდა ამ პირის მიერ ამავე ფიზიკური პირისათვის საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისა;


ნ) სსზ-ის სტატუსის მქონე იურიდიული პირი − ამ კოდექსის 133-1  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

ო) ტურისტული საწარმო – ამ კოდექსის 133-2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

1182-IIს 13/07/2017 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან

პ) პირი, რომელიც ამ კოდექსის 133-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები;
გ) შემოსავლის გადამხდელის სახელით გადასახადისა და სანქციების თანხა შეიძლება გადაიხადოს შემოსავლის მიმღებმა.

3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში;
ბ) ხელფასის გადახდისას შემოსავლის მიმღებ ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ცნობა ამ პირის გვარისა და სახელის, შემოსავლის თანხისა და სახეობის, აგრეთვე დაკავებული გადასახადის (თუ გადასახადი დაკავებული იყო) თანხის მითითებით;
გ) ცნობა შემოსავლის მიმღები პირის სარეგისტრაციო ნომრის, გვარისა და სახელის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, საანგარიშო პერიოდისათვის შემოსავლის საერთო თანხისა და დაკავებული გადასახადის საერთო თანხის მითითებით:
გ.ა) წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს გადასახადის დაკავების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;“.
გ.ბ) გადასცეს შემოსავლის მიმღებ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში.
 
 3-1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიების გადამხდელთათვის დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

4 . ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგადასახადო აგენტი ვალდებულია , ამ კოდექსის 153 -ე მუხლის მე -5 ნაწილით დადგენილ ყოველ საანგარიშო პერიოდზე , არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა , საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით .

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელფასის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით დაქირავებული უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით თვითონ შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირების და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში არარეზიდენტ დამქირავებელს ეხსნება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება.


1. Tax shall be withheld at the source by a withholding agent who is a legal person, an enterprise/organisation or entrepreneur natural person, namely:

a) a person paying salary to an employee, except for:

a.a) salary paid by a Free Industrial Zone Enterprise to a Georgian resident employee;

a.b) salary paid by a non-resident to an employee where such expenses are not attributed to the expenses of the non-resident’s permanent establishment.

b) a person paying a pension to another person, other than the pension paid out within the state social security system;

c) a person paying taxes under Article 134(1) of this Code;

d) an enterprise/organisation or an entrepreneur natural person that compensates rendered services to those natural persons who do not have a taxpayer certificate;

e) a person organising a promotional game, casino (with respect to organising a gambling tournament), a gambling club (with respect to organising a gambling tournament), lotto, bingo, lottery who pays winnings to a natural person.

Note: If a natural person wins, at his/her request, the person organising a casino, gambling club, betting house, slot machines saloon, shall discharge the withholding agent’s obligations under this article with respect to such activity.

f) a person paying another person a scholarship, other than state scholarship;

g) a resident enterprise paying dividends to a person;

h) a person paying interest to another person;

i) a person paying royalty to a natural person;

j) (deleted - No 5202, 8.11.2011)

k) a brokerage company provided for in Article 2(26) of the Law of Georgia on Securities Market, in the case of the sale of the securities of a person that is not registered as a taxpayer, when paying the surplus income from the sale;

l) a person transferring property free of charge to a natural person that does not have a taxpayer’s certificate, except where the transferor transfers free of charge to the natural person property with a value of up to GEL 1 000 during a tax year.

m) a legal person having an STZ status – as provided for in Article 1331 of this Code.

n) a tourist enterprise – in the case set out in Article 1332 of this Code.

2. When withholding taxes at the source:

a) the responsibility for withholding taxes and transferring them to the budget shall rest with the payer of income;

b) if the payer of income fails to withhold taxes, it shall transfer to the budget the amount of the tax not withheld according to actually paid compensation along with the penalties related to it;

c) the recipient of income may pay the taxes and penalties on behalf of the payer of income.

3. The person withholding tax at the source under the first paragraph of this article shall:

a) transfer the tax to the budget upon paying an amount to a person, and when making non-monetary disbursements – on the last day of the respective month;

b) when paying salary, at the request of the natural person receiving income, issue to that person a notice indicating the name and surname of this person, the amount and type of income, as well as the amount of the tax withheld (if tax has been withheld);

c) submit a notice indicating the person’s registration number, name and surname, residential address, the total amount of income and the total amount of tax withheld in the reporting period:

c.a) to a tax authority by not later than the 15th day of the month following the month in which the tax is withheld;

c.b) to the person receiving income upon request.

3-1. The Minister for Finance of Georgia may set for certain categories of taxpayers information submission timeframes different from those prescribed by paragraph 3(c.a) of this article.

4. For each reporting period specified in Article 153(5) of this Code, by not later than the 15th day of the month following that period, the withholding agent referred to in the first paragraph of this article shall file with a tax authority a return on the performed disbursements, in the form and manner prescribed by the Minister for Finance of Georgia.

5. To fulfil tax obligations with respect to the salary specified in paragraph 1(a.b) of this article, the employee may fulfil the obligations regarding computing, reporting and paying taxes to the budget on his/her own in the manner prescribed by the Minister for Finance of Georgia. In that case, a non-resident employer shall be released from the obligation to withhold tax at the source.