℗ მუხლი 153. დეკლარაციის წარდგენა / Article 153 - Filing tax returns

1. საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ:
ა) რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავლებიც არ ექვემდებარება დაბეგვრას საქართველოში არსებულ გადახდის წყაროსთან;
გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირები და არარეზიდენტი საწარმოები, რომლებიც შემოსავლებს იღებენ საქართველოში არსებული წყაროდან და არ იბეგრებიან გადახდის წყაროსთან.


5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

1. საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან;

ბ) საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით);

გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმო, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი  არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.


2. მეწარმე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას ერთობლივი შემოსავლებისა და გამოქვითვების შესახებ. ამასთანავე, შემდგომ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის განახლებამდე არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა.

3. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სალიკვიდაციო კომისია ან გადასახადის გადამხდელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს საგადასახადო ორგანოს. იურიდიული პირის ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს.

3-1 . ფიზიკურ პირს (სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის გარდა), რომელიც მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), უფლება აქვს , არ წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაცია. ამ შემთხვევაში მის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი შესწორებულ დეკლარაციად ჩაითვლება.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან

153-ე მუხლის 3-1 ნაწილი ამოღებულ იქნეს.


მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3-1  ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

4. ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.

4-1. დაქირავებულს უფლება აქვს, გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშების და თანხის დაბრუნების მიზნით, შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ.

N3015-რს ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან

153-ე მუხლის 4-1 ნაწილი ამოღებულ იქნეს


5. პირი ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

5. მეწარმე ფიზიკური პირი, ორგანიზაცია და საწარმო (გარდა იმ საწარმოებისა, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.


5-1 . გადასახადის გადამხდელი ვალდებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სასამართლოს მიერ გამოტანილი გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს:
ა) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად  საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციას არ წარადგენს;
ბ) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წარუდგენელი დეკლარაციები . ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ სრული/არასრული საგადასახადო პერიოდის (პერიოდების) შესაბამისად გაცემული შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ დეკლარაციას არ წარადგენს.

6. მომავალი მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ფიზიკურ პირს აცნობოს საგადასახადო ანგარიშგებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე მისი შეუსრულებლობისას ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის თაობაზე:
ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) ფიზიკური პირის მიერ ქონების საჩუქრად მიღების (გარდა I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით მიღებისა და III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღებისა) შემთხვევაში;
გ) III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში.

7. III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში 150 000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების ჩუქებით ან/და მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გადახდას 2 კალენდარული წლის განმავლობაში, რომლის დროსაც დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

8. საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადახდილი ანაზღაურების დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

9. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

10. საწარმო და არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულება (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ დეკლარაცია მოგების გადასახადის შესახებ და საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული შრომის ანაზღაურების თანხების და დაკავებული გადასახადის შესახებ.
1. An income tax/profit tax return shall be filed with a tax authority by 1 April of a year following the reporting year by:

a) a resident natural person, whose income is not taxed at a Georgian source;

b) an enterprise (except for enterprises that are subject to profit taxation according to the objects of taxation under Article 97(1 and 3) of this Code);

c) a non-resident natural person and a non-resident enterprise without a permanent establishment in Georgia if the income they earn from a Georgian source is not taxed at source.

2. When terminating economic activity in Georgia, an entrepreneur natural person shall file with a tax authority a return of gross income and deductions within 30 business days. At the same time, the taxpayer shall not be required to file tax returns in any future period until the renewal of economic activity.

3. A liquidation commission or a taxpayer shall immediately notify a tax authority in writing of the liquidation of a legal person. The liquidation commission shall file a return with a tax authority within 15 days of making a decision on liquidation of the legal person.

31. (Deleted – No 3581, 1.5.2015);

4. A natural person that is not obligated to submit tax returns may submit them to claim tax recalculation and refund.

41. (Deleted – 26.12.2014, 3015)

5. An entrepreneur natural person, an organisation and an enterprise (except for enterprises that are subject to profit tax according to the objects of taxation under Article 97(1 and 3) of this Code) shall, not later than the 15th day of a month following the reporting month, submit a tax return to a tax authority on the amounts paid as remuneration, and taxes withheld during the reporting month.

51. A taxpayer shall submit to a tax authority, within 15 days after the entry into force of a bankruptcy ruling delivered by a court under the Law of Georgia on Insolvency Proceedings:

a) before the commencement of bankruptcy proceedings, unfiled tax returns referred to in the first paragraph of this article for the complete/incomplete tax period(s). At the same time, the taxpayer shall not submit any income/profit tax return for the complete/incomplete tax period(s) after the commencement of bankruptcy proceedings;

b) before the commencement of bankruptcy proceedings, unfiled returns referred to in the fifth paragraph of this article for the complete/incomplete tax period(s). At the same time, the taxpayer shall not submit any return on the remunerations paid and taxes withheld for the complete/incomplete tax period(s) after the commencement of the bankruptcy proceedings.

6. Before registering the title of a future owner, a registration authority shall notify a natural person about the obligation to report and pay taxes, as well as about the liability for failure to fulfil such obligation:

a) where an asset owned by a natural person is sold;

b) where property is received as a gift (except where first and second line heirs receive property as a gift and where third and fourth line heirs receive property with a value of up to GEL 150 000 as a gift and/or inheritance during a tax year);

c) where third and fourth line heirs receive property with a value of GEL 150 000 or more as a gift and/or inheritance during a tax year.

7. If third and fourth line heirs receive property with a value of GEL 150 000 or more as a gift and/or inheritance during a tax year, income tax shall be paid within not later than two calendar years. The timeframes for filing returns and paying taxes within the two-year period shall be fixed by the Minister for Finance of Georgia.

8. The procedure for levying taxes on the remuneration paid to the citizens of Georgia by international organisations with diplomatic status operating in Georgia shall be determined by the Minister for Finance of Georgia.

9. The procedure for levying taxes on the salary paid to the employees by a Free Industrial Zone Enterprise shall be determined by the Government of Georgia.

10. An enterprise and a permanent establishment of a non-resident (enterprises that are subject to profit tax according to the objects of taxation under Article 97(1 and 3) of this Code) shall, each month, not later than the 15th day of a month following the reporting month, submit a tax return to a tax authority on the profit tax, and the amounts paid as remuneration and taxes withheld during the reporting month.