∞ მუხლი 147. მოგება და ზარალი აქტივების მიწოდებისას / Article 147 - Profit and loss upon supply of assets

1. აქტივების მიწოდებისას მიღებული მოგება არის დადებითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად.
2. აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.
3. აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიწოდებისას მიმწოდებლის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის.
4 . ამ მუხლის პირველი − მე-3 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება ჯგუფური მეთოდით ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ.

1. Profit earned from the supply of assets shall be a positive difference between the income earned from their supply and the value of those assets determined under Article 148 of this Code.

2. Loss incurred from the supply of assets shall be a negative difference between the income earned from their supply and the value of those assets.

3. If assets are supplied free of charge or at a price lower than their cost, the supplier’s profit shall be a positive difference between the market price of the supplied assets and the value of the assets specified in Article 148 of this Code.

4. The provisions of paragraphs (1) – (3) of this article shall not apply to assets and inventories subject to a group depreciation method.