∞ მუხლი 144. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით / Article 144 - Income and deductions under long-term contracts

1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.

1. If a taxpayer keeps accounting under an accrual method, income and expenses from long-term contracts must be reported throughout a tax year proportionately, according to their actual performance.

2. The volume of actual performance under long-term contracts shall be determined by comparing the expenses incurred by the end of the tax year with the total expenses provided for by the contract.