∞ მუხლი 140. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა დარიცხვის მეთოდით / Article 140 - Accounting for income and expenses under the accrual method

დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელმა შემოსავლები და ხარჯები უნდა აღრიცხოს შესაბამისად შემოსავლების მიღების უფლების მოპოვებისა და ხარჯების აღიარების მომენტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივად მიღებისა და ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტის მიუხედავად, გარდა ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

When using the accrual method of accounting, a taxpayer shall account for income and expenses according to the moment when the right to earn the income is obtained and expenses are recognised, respectively, regardless of when income is actually earned or expenses are actually incurred, except as provided for in Article 142(4) of this Code.