∞ მუხლი 138. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი / Article 138 - Moment of earning income under the cash method

1. აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:
ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;
ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.
2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი. 

1. When using a cash method of accounting, the moment of earning income shall be:

a) if payment is made in cash – the moment of receiving cash;

b) in the case of non-cash settlement – transfer of funds to a taxpayer's current account or to any other account with a bank, from which he/she may administer or draw those fund.

2. If a taxpayer's financial obligations are cancelled or covered, namely, in the case of a mutual set-off, the moment of earning income shall be the moment of cancellation or coverage of the obligations.