∞ მუხლი 136. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები / Article 136 - Principles of accounting for income and expenses

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
4. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
4-1 . საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.
5. დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) უნდა განისაზღვროს იმავე მეთოდით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის. ამასთანავე, შემოსავლის (მოგების) კორექტირება ხდება მხოლოდ ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. თუ ამავე კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების მიხედვით გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები და კოდექსით დადგენილი ზღვრული ნორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან, დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრისათვის მან უნდა გამოიყენოს ამ კოდექსით დადგენილი ნორმები.
6. ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის საკასო ან დარიცხვის მეთოდით, იმ პირობით, რომ იგი საგადასახადო წლის განმავლობაში ერთ მეთოდს გამოიყენებს.
7. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს.
8. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოიყენოს აღრიცხვის დარიცხვის მეთოდი.
9. გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის მეთოდის ნებისმიერი ასპექტის შეცვლისას დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) კორექტირება უნდა მოხდეს ასეთი შეცვლის წელს, იმის გათვალისწინებით, რომ დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნება გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.
10. თუ გადასახადის გადამხდელი არაფულადი ფორმით იღებს შემოსავლებს ან სწევს ხარჯებს, ასეთი შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება იმ წესით, რა წესითაც განისაზღვრება ფულადი ფორმით შემოსავლების მიღების ან ხარჯების გაწევის მომენტი.
11. ზოგიერთი სახის საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელს, თუ ასეთი საქმიანობისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია დაბეგვრის განსხვავებული პირობები, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეიძლება დაუდგინოს ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება. ამასთანავე, ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები დადასტურებული უნდა იქნეს სააღრიცხვო დოკუმენტაციით.
12. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია შემოსავლები და ხარჯები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

14. ამ კოდექსის 98-1 − 98-4 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

49 . 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

1. A taxpayer shall accurately and timely account for income and expenses based on documented data by applying the methods provided in this Chapter and attribute them to the reporting period in which they were earned or incurred.

2. Unless otherwise provided in this Chapter, a taxpayer shall use a cash method of accounting or an accrual method of accounting depending on which method he/she uses for accounting.

3. A taxpayer shall fully account for all transactions related to his/her activity in order to guarantee control over their commencement, progress and completion.

4. In the case of transporting goods domestically for entrepreneurial activity, and in the case of supplying goods – at the request of a buyer (except for supply carried out according to a Special VAT Invoice that contains the details found in a consignment note), a consignment note shall be issued in the form and manner prescribed by the Minister for Finance of Georgia. At the same time, if a consignment is issued at the request of a buyer for the supply of goods, the goods may not be stored without the consignment note.

41. The Minister for Finance of Georgia may determine cases where a consignment note is not issued.

5. Taxable income (profit) shall be determined by the same method that a taxpayer uses for accounting. At the same time, income (profit) is adjusted only in compliance with the requirements of this Code. If the accounting data produced by a taxpayer according to the deductions under this Code, and the limits provided for by this Code, differ, then the taxpayer shall apply the norms under this Code to determine an object of taxation.

6. According to the provisions of this article, a taxpayer shall keep accounts for tax purposes on a cash basis or an accrual basis provided that he/she uses one method throughout a tax year.

7. A natural person may account for income and expenses on a cash basis.

8. A person registered as a VAT payer shall use accrual-based accounting.

9. If a taxpayer changes any aspect of an accounting method, taxable income (profit) shall be adjusted in the year of such change, provided that no element related to determining taxable income (profit) is omitted or included twice.

10. If a taxpayer earns income or incurs expenses in a non-cash form, the moment of earning such income or incurring such expenses shall be determined in the same way as the moment of earning income or incurring expenses in cash form is determined.

11. The Minister for Finance of Georgia may require a taxpayer who conducts a certain type of activity, provided that different taxation terms are provided for by this Code for such activity, to separately account for income and expenses related to that activity. At the same time, income and expenses related to certain type of activity shall be evidenced by accounting documents.

12. A taxpayer may account for income and expenses in the manner prescribed by the Minister for Finance of Georgia.

13. Contractual penalties and other fines shall be accounted for on a cash basis.

14. The moment of incurring expenses and making other payments/disbursements under Articles 981 – 984 of this Code shall be the very moment when they were actually incurred/made.