∞ მუხლი 135. საგადასახადო წელი / Article 135 - Tax year

საგადასახადო წლად ითვლება კალენდარული წელი.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

1. საწარმოსთვის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საწარმოებისა) და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოსთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი  არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.

2. რეზიდენტი საწარმოსთვის და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

97-Iს ამოქმედდეს 2017 წლის 2 იანვრიდან.

1. პირისთვის (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირებისა) საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი.

 2. რეზიდენტი საწარმოსთვის და საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის (საწარმოები, რომლებიც მოგების გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

 3. პირისთვის, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
1. The accounting period for a person (except for persons under paragraph 2 and 3 of this article) shall be a calendar year.

2. The accounting period for a resident enterprise and for a permanent establishment of a non-resident in Georgia (enterprises subject to profit taxation according to objects of taxation under Article 97 (1 and 3) of this Code) shall be a calendar month.

3. The accounting period for a person, which is subject to income/profit taxation according to the object of taxation under Article 309(16) of this Code, with regard to the organisation of a betting house in a systemic-electronic form, shall be a calendar month.