€ მუხლი 134. არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან / Article 134 - Taxation of a non-resident’s income at the source

1. არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
ა) დივიდენდები – ამ კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით;
ბ) პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

ბ1) როიალტი – 5 პროცენტით;
გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით;

დ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელებისას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მიერ მიღებული შემოსავალი – 4 პროცენტით;
დ-1 ) ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა − ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;
ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით; 
ვ) ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი – ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით.
1-1 . შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

1-1. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

1-1. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის გადასახდელები, რომლებიც გადაიხდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების მიერ ან მისი სახელით, ითვლება რეზიდენტი საწარმოს მიერ გადახდილად.
3. არარეზიდენტს, რომელიც იღებს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
ა) არარეზიდენტის შემოსავალი იბეგრება იმავე წესით, როგორითაც დაიბეგრებოდა ეს შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის საქართველოში არსებულ მუდმივ დაწესებულებასთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული;

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

ა) არარეზიდენტის დასაბეგრი შემოსავალი/მოგება განისაზღვრება, როგორც სხვაობა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებულ გამოსაქვით თანხებს შორის;
ბ) არარეზიდენტის შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯები გამოიქვითება მუდმივი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

ბ) ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) არარეზიდენტის მიერ გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ თანხას.
5. ამ კოდექსის მიზნებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

 მე-5 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
1. Income earned by a non-resident from a Georgian-based source that is not attributed to the non-resident's permanent establishment registered for tax purposes in Georgia shall be taxed at the source without deductions at the following rates:

a) dividends – under Article 130 of this Code;

b) interests – under Article 131 of this Code;

b1) royalty – 5%;

c) amounts paid by an enterprise, organisation and/or entrepreneur natural person for international telecommunication services and international transport services – at the rate of 10%.

d) income earned by non-resident subcontractors in conducting the oil and gas operations provided for by the Law of Georgia on Oil and Gas - at the rate of 4%.

d1) lease service charges paid to a natural person – at the rate fixed by Article 81 of this Code.

e) other paid amounts, which under this Code are regarded as Georgian source income – at the rate of 10%;

f) salary income – at the rate fixed by Article 81 of this Code.

11. Income earned by a person registered in a country with a preferential tax treatment in cases provided for in paragraph 1(b), (b1) and (e) of this article shall be taxed at source without deductions, at 15%.

2. For the purposes of this article, the taxes paid by or on behalf of a non-resident's permanent establishment in Georgia shall be deemed as paid by a resident enterprise.

3. A non-resident who earns income under paragraph 1(c)-(e) of this article and is taxed at the source, may file a return by the 1 April of the year following the reporting year requesting recalculation and refund of withheld taxes.

4. If a person exercises the right under the third paragraph of this article:

a) Taxable income/profit of a non-resident shall be defined as a difference between the gross income gained from a Georgian source and the amounts to be deducted under this Code;

b) (Deleted – No 5092, 13.5.2016);

c) taxes paid by a non-resident shall not exceed the amount withheld at the source under the first paragraph of this article.

5. (Deleted – No 5092, 13.5.2016).