€ მუხლი 133.-1 . სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის შემოსავლის დაბეგვრა / Article 133-1 – Taxation of the income of a renter of a trade outlet and/or a trading place in an STZ territory

1. სსზ-ის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირის მიერ (გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის რეალიზაციიდან მიღებული/მისაღები კომპენსაცია (დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში − დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ იბეგრება 3-პროცენტიანი განაკვეთით.
2.  (ამოღებულია – 10.04.2012, №6015). 
3. პირის მიერ სსზ-ის ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა ამ მუხლის შესაბამისად, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

1. Compensation received/receivable by a renter of a trade outlet and/or a trading place (for a VAT payer – net of VAT) in an STZ territory from the sale of goods (except as provided for in Article 26(6) of this Code) shall be taxed by the person having an STZ status at the rate of 3%.

2. (Deleted - No 6015, 10.4.2012).

3. Income earned by a person in an STZ territory that has been taxed under this article shall not be included in such person’s gross income and shall not be subject to further taxation.

4. The procedure for a person holding an STZ status to pay taxes under this article shall be determined by a resolution of the Government of Georgia.