€ მუხლი 130. დივიდენდების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან / Article 130 - Taxation of dividends at the source

1. რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
3. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
3-1 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
4. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის აქციებიდან/წილიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
4-1. 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

5491-IIს 29/06/2016

4-1. 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის მიერ ამ კოოპერატივისაგან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

5. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდიდან მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
6. რეზიდენტი საწარმოს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება.
7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

1. Dividends paid by a resident enterprise to a natural person, a non-entrepreneurial (non-commercial) legal entity or a non-resident enterprise shall be taxed at source at the rate of 5% of the amount payable.

2. Dividends received by the persons provided for in Article 2(1) of the Law of Georgia on Entrepreneurs (other than an individual entrepreneur) shall not be taxed at the source and shall be not included in the gross income by the enterprise receiving the dividends.

3. Dividends received by a resident natural person that have been taxed at the source, shall not be included in the gross income of that person and shall not be subject to further taxation.

31. Dividends received by a non-entrepreneurial (non-commercial) legal entity that have been taxed at the source shall not be included in the gross income of such entity and shall not be subject to further taxation.

4. Dividends earned from the shares/interest of an international financial company shall not be taxed at source and shall not be included in gross income by the person earning the dividends.

41. Dividends earned by a member of an agricultural cooperative from the cooperative before 1 January 2018 shall not be taxed at source and shall not be included in the gross income by a person receiving the dividends.

5. Dividends earned from negotiable securities shall not be taxed at source and shall not be included in gross income by the person earning the dividends.

6. Dividends paid to the State by a resident enterprise shall not be taxed at the source.

7. Dividends earned from a FIZ Enterprise in a Free Industrial Zone shall not be taxed at the source and shall not be included in gross income by the person earning the dividends.