» მუხლი 127. საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების ზოგადი პრინციპები / Article 127 - General principles of transfer pricing

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.
2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.
3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.
4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:
ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;
ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევებზედაც, როდესაც საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტთან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს პირები ურთიერთდამოკიდებული. ამასთანავე, ოპერაცია, რომლის       ერთ-ერთი მხარეა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნის რეზიდენტი, ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევებზედაც, როდესაც საქართველოს საწარმო შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტთან ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ახორციელებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი ურთიერთდამოკიდებული პირები. ამასთანავე, ოპერაცია, რომლის ერთ-ერთი მხარე შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტია, ჩაითვლება კონტროლირებულ ოპერაციად.

6. კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო ფასად ჩაითვლება , განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილის დებულებები ვრცელდება ისეთ შემთხვევაზედაც, როდესაც საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას თავის მუდმივ დაწესებულებასთან.


1. For the purposes of this Code, where a Georgian enterprise performs one or several financial or commercial transactions with a related enterprise, which is not a Georgian enterprise, each of such enterprises shall determine the amount of its profit in accordance with the concept of an arm’s length transaction.

2. The amount of taxable profit of an enterprise performing one or several financial or commercial controlled transactions with a related enterprise shall be in accordance with the concept of an arm’s length transaction, if the terms of the transaction do not differ from the terms which would have been agreed upon if a comparable transaction had been performed between related enterprises under comparable circumstances.

3. If the established terms of the transaction specified in the first paragraph of this article are not conducted as if it were at arm’s length, any profits that would have accrued to one of the enterprises if the established terms of the transaction had been conducted at arm’s length, but have not so accrued by reason of nonconformity with an arm’s length transaction, may be included in the profits of that enterprise and taxed accordingly.

4. An uncontrolled transaction shall be comparable with a controlled transaction if:

a) there is no such significant difference between them that would have had any essential effect on the financial indicator that is measured by a transfer pricing method;

b) in the case of the difference indicated in subparagraph (a) of this paragraph, for the purpose of eliminating the results of such difference, a reasonably correct adjustment in the financial indicator of an uncontrolled transaction has been made.

5. Provisions of paragraph 3 of this article shall also apply to cases where a Georgian enterprise performs one or several financial or commercial transactions with a resident of a country with preferential tax treatment, irrespective of whether they are related persons or not. However, a transaction, one of the parties to which is a resident of a country with preferential tax treatment, shall be considered as a controlled transaction.

6. The criteria, according to which the price of a transaction to be examined is deemed to be an arms-length price for the purposes of this article, shall be determined by the Minister for Finance of Georgia.

7. The provisions of the third paragraph of this article shall also apply where a Georgian enterprise performs one or several financial or commercial transactions with its permanent establishment.