» მუხლი 124. უცხოეთში გადახდილი გადასახადის ჩათვლა / Article 124 - Crediting taxes paid abroad

1. შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან, საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადის თანხები ჩაითვლება შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც დარიცხული იქნებოდა საქართველოში ამ მოგებაზე საქართველოში მოქმედი წესითა და განაკვეთებით.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

1. საწარმო (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული  საწარმოსი) უფლებამოსილია ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი შესაბამისი საგადასახადო წლისათვის ამ მოგებაზე საქართველოში გადასახადის გადახდისას იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან.

2. საწარმო, რომელიც მოგების გადასახადით მოგების განაწილებისას იბეგრება, უფლებამოსილია გაცემული დივიდენდის  მიხედვით მოგების გადასახადის გადახდისას შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის ჩაითვალოს საქართველოს ფარგლების გარეთ გადახდილი მოგების გადასახადი იმ შემოსავალზე, რომელიც მიღებული არ არის საქართველოში არსებული წყაროდან. 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით ჩათვლილი თანხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადების იმ თანხების ოდენობას, რომლებიც ამ მოგებაზე საქართველოში იქნებოდა დარიცხული საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით.
1. An enterprise (except for an enterprise under paragraph 2 of this article) may set off profit tax paid outside Georgia for a respective tax year when paying tax on that profit in Georgia with respect to the income not earned from a Georgian source.

2. An enterprise subject to profit tax in the course of profit distribution may, when paying tax according to a dividend paid, set off profit tax for a respective tax year, which is paid outside Georgia with respect to the income not earned from a Georgian source.

3. Amounts that are set off under paragraphs 1 and 2 of this article must not exceed the amounts of taxes that would be charged in Georgia on that profit under the procedure and at the rates existing in Georgia.